www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
09:46 03.10.2016
ინტერნეტში კიდევ ერთი ჩანაწერი გავრცელდა
ინტერნეტში კიდევ ერთი ჩანაწერი გავრცელდა. ამჟერად საუბარი სავარაუდოდ საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, მამუკა ახვლედიანსა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას შორის მიმდინარეობს.

აუდიოჩანაწერის მიხედვით, აღნიშნული პირები საქალაქო სასამართლოში შექმნილ ვითარებაზე საუბრობენ, რის კონტექსტშიც მამუკა ახვლედიანი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს „სავარჯიშო ბალიშად“ მოიხსენიებს, სისტემაში საქმეების რაოდენობის კუთხით შექმნილ ვითარებას კი „კატასტროფას“ უწოდებს.

„სრული კოლაფსია, არ ყოფნის ხალხი, რომ საქმე, თითო კოლეგია შედგეს... ასეთი განუკითხაობა არასოდეს არ ყოფილა სასამართლოში... ისე ვარ ნიკა, რომ მართლა აღარ მინდა უკვე. მართლა რამე რომ მქონდეს, სადღაც რაღაცა გამაკეთებინა, რომ თავს ვუშველო, რომ იმის იმედი მაინც მქონდეს, რომ წავალ იქედან ოჯახი მშიერი არ იქნება“, - ამბობს მამუკა ახვლედიანი, რაზეც ნიკა გვარამია პასუხობს: “რა უნდა კაცო მაგის იმედს, ეს არ არის რთული“.

აღნიშნულ ჩანაწერს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში უკვე გამოეხმაურა. როგორც გვარამიამ აღნიშნა, მთავარია რამე დადონ, სადაც მისი ხმა ისმის და შინაარსს აღარც უსმენენ. 

”ეს ფსკერია უკვე, ძვირფასო მეგობრებო. მთავარია დადონ რამე, სადაც ჩემი ხმა ისმის, და უკვე შინაარს აღარც უსმენენ. ამას ჰქვია ფარული ჩანაწერებით თვითდაზიანება. პ.ს. მე რომ პირადი ცხოვრება აღარა მაქვს ამ ქვეყანაში, ეგ უკვე არახალია”, - წერს ნიკა გვარმია ”ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
ვალუტა ამინდი
USD2.9225
EUR3.2434
GBP3.5421
RUB4.3709
თბილისი 19°-35°
ქუთაისი 19°-30°
ბათუმი 23°-26°
მთავარი