www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
15:48 13.09.2016
ცეზარ ჩოჩელის მხარდამჭერების განცხადება

         წინასაარჩევნოდ, არგუმენტების  გარეშე  ტყუილი და  ცილისწამება,  რომ  მოსულა - არ  ახალია, ძველია!.   მაგრამ  ცილისწამებასა და ტყუილსაც აქვს საზღვარი. როცა  ის მორალსა და ზნეოიბას სცდება, უკვე სახიფათო ხდება  არა მხოლოდ  მოწინააღმდეგე  მხარეებისთვის, არამედ ხელისუფლებისთვის -  რომელსაც  ეს  ყველაფერი  ბუმერანგივით  უკან უბრუნდება!

         როცა ცნობილი გახდა, ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი მცხეთაში დამოუკიდებლად  იყრიდა  კენჭს და საკუთარ უპირატესობაშიც  მტკიცედ იყო დარწმუნებული, მცხეთა- პოლიტიკური პარტიების ყურადღების ეპიცენტრი გახდა. ამას მოჰყვა მცხეთაში კანდიდატების “ცვენაც“.  იყო ირიბი რჩევები- ჩოჩელს მოეხსნა კანდიდატურა. მან  თავიდანვე  მტკიცედ განაცხადა; არავისთვის არაფრის დათმობას არ ვაპირებ, მე რომ ვინმეს რამე დავუთმო ეს ნიშნავს, რომ მე დავთმო საკუთარი პრინციპები, იმ რაიონის ინტერესები- სადაც ხალხი მენდობა, ვეიმედები. დღემდე  მიცხოვრია რწმენით; ბრძოლაში ჩაებმები? გამარჯვებისთვის ბოლომდე უნდა იბრძოლო!  დაჰპირდები?  დღენიადაგ უნდა  იშრომო და  უნდა შეუსრულო!

          ეს ცეზარ ჩოჩელის არა მარტო წინასაარჩევნო დევიზია, არამედ ცხოვრების სტილი, განვლილი გზაა. მცხეთისა და ქვეყნის მასშტაბითაც, ცეზარ ჩოჩელი გამორჩეულია, მას გაკეთებული თუ გასაკეთებელი საქმეების თაობაზე, საკუთარ ამომრჩეველთან ბევრი რამ  აქვს სათქმელი.

ამიტობაცაა, რომ მისი  ყოველდღიური შეხვედრები მცხეთასა თუ მიმდებარე სოფლებში, დასახლებულ პუნქტებში მუდამ ხალხმრავალია. ამომრჩეველთა უმეტესი ნაწილი, იმ წარმოებებში დასაქმებული ადამინების ოჯახების წევრებია - რომელიც წლების მანძილზე ცეზარ ჩოჩელის მიერ იქმნებოდა. ათასობით ოჯახმა სული მოითქვა, თავი დააღწია შიმშილსა და სიღარიბეს. ისინი ამ შეხვედრებზეც კანდიდატთან ერთად გეგმავენ მომავალს, აწვდიან წინადადებებს, უზიარებენ აზრს- თუ რა შეიძლება მომავალში გაკეთდეს სხვების გადასარჩენად, მდგომარეობიდან გამოსაყვანად, მცხეთისა და მიმდებარე ტერიტორიების ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური  განვითარებისთვის.

         ბოლო კვლევებით დგინდება, რომ მცხეთის რაიონში ამომრჩეველთა უმრავლესობა მხარს არა, სამთავრობო გუნდის კანდიდატის - დიმიტრი ხუნდაძის აბსტრაქტულ  დაპირებებს, არამედ გაკეთებული საქმეებითა და მომავლის იმედით - ცეზარ ჩოჩელს უჭერს. ის, 61 პროცენტიანი რეიტინგით, უპირობო ლიდერია.  რაც ძნელად შესაგუებელი გახდა ხუნდაძისთვის, ნაცვლად იმისა, თავად გააქტიუროს მუშაობა, ამომრჩეველი საქმით დაარწმუნოს თავის უპირატესობაში, ის და „ოცნებასთან“  დაახლოებული  ყველა  წარმომადგენელი,  ჩოჩელის მიმართ ცილისწამებასა და ტყუილში  ერთმანეთს ეჯიბრება.     სულ ბოლო ფაქტზე მოგახსენებთ, რამაც წითელი ხაზები უკვე გადაკვეთა.  დავიწყებ იმით, რომ 11  სექტემბერს,  წეროვანის დევნილთა  5000- კაციანი დასახლებიდან,

 

დეპუტატობის  კანდიდატ - ხუნდაძესთან  შესახვედრად,  მხოლოდ 100  კაცამდე თუ  შეგროვდა, აქ  მოსულების ნაწილსაც აშკარად ემჩნეოდათ, რომ წეროვანთან ბევრი რამ ნამდვილად არ აკავშირებდათ.  ამომრჩევლებთან მისული    ხუნდაძისა და მისი თანმხლები პირების  „მხურვალე“  გამოსვლები,  მოგონილი ბრალდებები,  მუდამ აკრძალული მეთოდებით მოქმედ- პრეზიდენტობაზე მეოცნებე შალვა ნათელაშვილსაც კი შეშურდებოდა. თავად დიმიტრი ხუნდაძის, ზაქარია ქუცნაშვილისა და გიორგი ვილოსკის  ტყუილმა და შეურაცხმყოფელმა   განცხადებებმა რეკორდი მოხსნა.   გაჩაღდა მარათონი-  ვინ უფრო რადიკალური იქნებოდა, დამკვეთის გულს მოიგებდა და  საზოგადოებასაც  თავს დაამახსოვრებდა.

თავად დეპუტატობის კანდიდატმა ხუნდაძემ, საბჭოთა სისტემის დროს დანგრეული ხიდები და გზები, მოშლილი ინფრასტრუქტურა ჩოჩელის „დამსახურებად“  გაასაღა.  თუმცა არც თავად იცოდა  კონკრეტულად რაზე საუბრობდა,  მით უფრო  იქ მოსულმა ადამიანებმა.- ბოლო 4 წლის მანძილზე,  დღემდე მცხეთაში შემორჩენილი კლანური მმართველობა უნდა დავშალოო და  მისი არსებობაც ჩოჩელს გადააბრალა. საკუთარი თავის დამსახურებაზე და 4 წლიან დეპუტატობაზე როცა მიდგა ჯერი, ჯანდაცვაში განხორციელებული სრული სახელმწიფო  პროგრამა თავისად ჩაიწერა ( თუმცა, აქვე იმასაც დავსძენ, სულ მალე გამოვაქვეყნებთ სრულ სიმართლეს იმის თაობაზე, თუ რა „დამსახურება“ აქვს ბატონ ხუნდაძეს, ჯანდაცვაში განხორციელებულ „რეფორმებში“, ფაქტებზე დაყრდნობით ავხსნით იმას- რაც ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის ) ამომრჩეველს  კი დააყვედრა - სასწრაფო დახმარების მანქანა დადის წეროვანში,  ერთხელ დიაგნოსტიკური ლაბორატორიითა და ექიმებით გესტუმრეთ და უფასოდ გაგსინჯეთო.  დამშვიდობებამდე  ხმამაღლა  განაცხადა; “ ჩვენ არ დაგპირებივართ არც გაზის, არც  ელ. ენერგიის  ფასების  შემცირება- განახევრებას.

მე პირადად რასაც დაგპირდით,  ყველაფერი 90 პროცენტით უკვე  შევასრულე, 10 პროცენტი დამრჩა- ტერიტორიების დაბრუნება და ამასაც შევასრულებო“. ბოლო 10 პროცენტის შესასრულებლად, ხუნდაძის იმედზე  ყოფნას დევნილები რომ არ აპირებდნენ, მათ განწყობაზე  აშკარად ჩანდა, მაგრამ შესრულებულ 90 პროცენტში რას  გულისხმობდა ამომრჩევლისთვისაც  გაუგებარი  დარჩა და არც თავადა დეპუტატობის კანდიდატმა იცოდა.   გამომშვიდობებამდე ღმერთი და ოჯახი ერთად დაიფიცა და   ამომრჩეველს მიმართა: -  „მოსასყიდი ქვეყანა ჩვენ არ გვაქვს,  ჩოჩელი ფულს  არიგებს,  კი ბატონო აიღეთ,  გამოართვით, მაგრამ მხარი მე დამიჭირეთო!“.  ესეც ძველი, ნაცადი მეთოდია-  შევარდნაძე  მიმართავდა მოქ. კავშირელებს და როგორ დაასრულა კარგად მოგეხსენებათ.  ცეზარ ჩოჩელს ფულის დარიგება  არ ჭირდება  ბატონო დიმიტრი.  ამომრჩევლის მოსყიდვა  ახლა  თქვენ გჭრდებათ მაგრამ  ეგეც  არ გამოგივათ. რატომ?  - ამ შეხვედრაზე, მეზობელი რეგიონის დეპუტატობის კანდიდატმა - ზაქარია ქუცნაშვილმა, მოგვმართა - „თუ ნამუსი შეგრჩენიათ და მეხსიარება  არ გღალატობთო“   ( თავად  ამ ტექსტში  როგორი  პატივისცემა იგრძნობა  ამომრჩევლის მიმართ ხვდებით ალბათ) - აქვე გიპასუხებთ.

თუ რამ დავკარგეთ  ჩვენი ფუძე-კარი და მამა-პაპისეული საფლავებია  ახალგორში.  ნამუსი, თავმოყვარეობა და სამშობლოს  სიყვარული   ამ ჩვენი ნატკენი გულებით   ვატარეთ და  დღემდე  ასე ტკივილიანად მოგვაქვს!!! „დიდმა“ ზაქარიამ თანაპარტიელს ზურგი ისე „გაუმაგრა,“ რომ არ გამოსულიყო ბევრად ჯობდა. ის კიდევ უფრო შორს წავიდა - ჯაფარიძის, ბურჭულაძის, ვაშაძის,  ლამის ნათელაშვილისა და პრო -ამერიკულ,  პრო- რუსული პოლიტიკური პარტიების ქართულ პოლიტიკაში   გამოჩენა,  ჩოჩელის „დამსახურებად“ ჩათვალა.  ახალგორის  მიერთება ცხინვალთან და  რუსული აგრესია- ოკუპაციაც  “დაბეჯითებით“  ცეზარ ჩოჩელის  ცოდვებს  მიაწერა. არადა,  მე პირადად და ყველამ, ვინც ამ საქმესთან ახლოს ვართ  კარგად ვიცით,  რომ სწორედ ცეზარ ჩოჩელი იყო  ერთადერთი პარლამენტარი, - რომელმაც პროტესტის ნიშნად კენჭსყრაში მონაწილეობა არ მიიღო. ახალგორის ცხონვალთან მიერთების დადგენილებას. ის  როგორც ახალგორის მკვიდრი, აცნობიერებდა, რა შეიძლებოდა ოდესმე ამას მოჰყოლოდა.  

რაც შეეხება 2008  წლის ომს, აქაც დაბეჯითებით ვაცხადებ, რომ  ცეზარ ჩოჩელი აგვისტოს დასაწყისიდან, საომარი მოქმედების ეპიცენტრიდან არ გამოსულა. თავად ზაქარია ქუცნაშვილსა და მის მეგობრებს, როცა მშვიდად  ეძინათ, ჩოჩელი იარაღით ხელში, ომის დაწყებიდან - დასასრულამდე  თანამემამულეებს არ მოშორებია. საკუთარი  ტექნიკა, ადამიანური  და  ფინანსური რესურსი  გადაისროლა ახალგორში,  იმედად და მშველელად იდგა  და  ახალგორელებთან ერთად   ცდილობდა მომხვდური შეეჩერებინა. 

ისიც კარგად ახსოვს,  როცა დიდი  ძალა  ნიაღვარივით წამოვიდა, ყველაფერი აირია,  ბოლომდე  იდგა  და ცდილობდა, ადამიანებს; ქალებსა და ბავშვებს დახმარებოდა, იქ არავინ ჩარჩენილიყო. უკანასკნელი გამოვიდა სამშვიდობოს,  ავტომობილზე- რომელითაც  ის გადაადგილდებოდა,  30  ნატყვიარი დათვალეს...  ცოცხლად გადარჩენასაც   უფლის  მფარველობას  უმადლის.

           ქუცნაშვილი ზღვარს გადასცდა და უფრო შორს წავიდა,  მცხეთაში მილიონობით კვადრატული მეტრი მიწის გაყიდვა- მითვისებაში ჩოჩელი და მისი მეგობრები უაპელაციოდ  დაადანაშაულა. ეს მის ინფორმაციულ დეფიციტზე მეტყველებს  ან კიდევ დიდ დემაგოგთან გვაქვს საქმე. მას კარგად უნდა ესმოდეს, რომ არცერთ სახელმწიფო მოხელეს,  გარდა ეკონომიკის სამინისტროსა, მიწების გასხვისება- გაყიდვაზე  ხელი არ მიუწვდებოდა და ასეა დღესაც.  თუმცა არის რაღაც - რასაც გაიძულებენ სახალხოდ თქვა. 

სულ მალე გამოვაქვეყნებთ  დოკუმენტაციას- რომელიც ამომწურავ პასუხს გასცემს, როდის - ჩოჩელის გუბერნატორობის პერიოდში თუ ხუნდაძის დეპუტატობის დროს მოხდა მცხეთის რეგიონის მიწების გასხვისება სიმბოლურ 1 ლარად და რა  ზარალი ნახა სახელმწფომ?  რა აშენდა,  რა გაკეთდა მცხეთაში  ჩოჩელის მმართველობის დროს და როგორ გაიყინა, შეჩერდა, უკან წავიდა  მცხეთა ბოლო 4 წლის მანძილზე. 

ამ  ყვალაფერში რომ ლომის წილი თავად დეპუტატ ხუნდაძეს მიუძღვის -რომელიც მუდამ უხეშად ერეოდა მცხეთის ადგილობბრივი მმართველობის საქმეებში,  აჩერებდა,  პარალიზებულს ხდიდა ადგილობრივი გამგეობის საქმიანობას, ეს მცხეთის მოსახლეობამ შეხსენების გარეშეაც  კარგად იცის. ამ  შეხვედრაზე მოსულთაგან, ყველამ კარგად იცოდა,  რამდენიმე თვე მცხეთის გამგეობა პარალიზებული იყო სწორედ  იმის გამო, რომ ხუნდაძემ ვერ მოახერხა, დაუმსახურებლად გაგდებული- საკრებულოს თავმჯდომარის ადგილზე, ბიძამისის დანიშვნა. როცა ეს შეძლო, მხოლოდ მას შემდეგ გააგრძელა საკრებულომ მუშაობა. ამას მოჰყვა ის, რომ საკრებულოს სხვა პარტიების წარმომადგენლებმა,  ხუნდაძეს  უნდობლობა გამოუცხადეს  და მხარი ცეზარ ჩოჩელს დაუჭირეს. ეს ფაქტი, რაც უნდა  მალოს, ხუნდაძის მხარდასაჭერად წეროვანში ჩამოსულმა ვოლსკიმ -  „შუბი ხალათში, არ დაიმალება.“

         გაგვკვირვებია და შეურაცხყოფილი ვართ, როცა ამ ყველაფრის შემდეგ,  12 სექტემბერს ყოფილმა პრემიერ- მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, იმერეთში რეგიონალურ მედიასთან  შეხვედრისას  განაცხადა: „ცეზარ ჩოჩელი  იმ მაჟორიტარებში ამერია, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობიდან“ შევიდნენ პარლამენტში, თუმცა შემდეგ „ქართული ოცნების“ მხარეს გადმოვიდნენ... ჩოჩელი გუნდის წევრად დავასახელე და ავურიე გოჩა ენუქიძეში, ჩოჩელი გუბერნატორი ყოფილა, საერთოდ არ ვიცნობ და ზედმეტი დახასიათება გამომივიდა, რაზეაც მძიმე საყვადური მივიღე მცხეთის მაჟორიტარობის კანდიდატისგან- დიმიტრი ხუნდაძისგან. ბოდიშიც მოვუხადე,  რამეთუ მართლაც შემეშალა.

დიმიტრი ხუნდაძე არის ჩემი ოჯახის ექიმი და ერთ- ერთი ფოვორიტი მეომარი.... „   და  ასე  შემდეგ..  აღარ გავაგრძელებ. ერთი  კი დანამდვილებით  ვიცი, მოპაექრე მხარეები,  ან მათთვის სასარგებლოდ საუბრობენ, ან   საერთოდ  ჩუმდებიან...  ბატონმა  ივანიშვილმა  თავისთვის  და  გუნდისთვისაც - რომელსაც თავად წარმოადგენს, სასარგებლო რა თქვა, ეს თავად თქვენ განსაჯეთ!   ისე ჩვენის მხრიდან,  არც ქება- დიდებას ვითხოვდით და არც  „მამლის ყივილამდე -უარყოფას!“

         ცნობისთვის; პარტიის დამფუძნებელმა თუ არა, ქვეყნის ყოფილმა პრემიერმა    უნდა იცოდეს, გაღატაკებულ  საქართველოში- ათასობით ადამიანის დამსაქმებელი  ქარხნების,  წარმოებების   შემქმნელი  კაცის,   სახელი და გვარი მაინც.  მით უფრო, თუ ამ საწარმოების  წილი, დღეს ქვეყნის ბიუჯეტში  არა ხელწამოსაკრავი, არამედ  მნიშვნელოვანია. იმ ქალაქის ბიუჯეტში - რომელსაც დიმიტრი ხუნდაძე ტყუილებითა და   დემაგოგიით ეპოტინება, სწორედ ცეზარ ჩოჩელის შექმნილი და დღეს წარმატებით მომუშავე საწარმოების წვლილი ნახევარზე მეტია.

           ეს, მოკლე  ახსნა- განმარტებად მიითვალეთ!  უფრო ვრცლად,  უფრო ფართო აუდიტორიიდან  მოგახსენებთ!

        მანამ კი  გეტყვით: ფრთხილად ბატონებო, ფრთხილად! ბუმერანგმა უკან დაბრუნება იცის!

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
ვალუტა ამინდი
USD2.9709
EUR3.2632
GBP3.694
RUB4.6462
თბილისი 11°-23°
ქუთაისი 15°-27°
ბათუმი 18°-22°
მთავარი