www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
12:57 13.09.2016
ირაკლი აბესაძე თბილისის მერიას მილიონობით ლარის არამიზნობრივად გახარჯვაში ადანაშაულებს
ირაკლი აბესაძე თბილისის მერიას, სატრანსპორტო მოძრაობის მოწესრიგებისთვის, მილიონობით ლარის არამიზნობრივად გახარჯვაში ადანაშაულებს.

დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – თბილისის“ თავმჯდომარე, ირაკლი აბესაძემ დღეს ბრიფინგი გამართა, რომელზეც მერია კორუფციულ გარიგებასა და არაპროფესიონალიზმში დაადანაშაულა. კერძოდ, ირაკლი აბესაძემ თბილისში შექმნილ საცობებსა და ინფრასტრუქტურის შეჩერებულ პროექტებზე ისაუბრა.

აბესაძის თქმით, თბილისის მერიის არაორგანიზებულობით, არაპროფესიონალიზმითა და კორუფციით გამოწვეული პრობლემები გრძელდება. მისივე განმარტებით საუბარია სატრანსპორტო მოძრაობის პრობლემებზე. აბესაძემ ყურადღება გაამახვილა სააკაძის მოედანზე, მოწყობილ შუქნიშნებზე.

„თბილისის მერიამ, სააკაძის მოედანზე, სადაც წრიული მოძრაობაა, იმისთვის, რომ შუქნიშნები დაეყენებინათ, რისი პრაქტიკაც მსოფლიოში არ არსებობს, 100 ათასი ლარის მოცულობის საკონსულტაციო კონტრაქტი გააფორმა და ამის შემდეგ 1 მილიონ ლარამდე თანხა სააკაძის მოედნის რეკონსტრუქციისათვის დახარჯა. ჩვენ ვხედავთ, რომ არათუ გაუმჯობესდა სიტუაცია, სააკაძის მოედანზე მოძრაობა უფრო გაჭირდა. ეს ხდება იმის გამო, რომ თბილისის მერიაში მუშაობენ არაპროფესიონალები, და კორუფციულ გარიგებაში შედიან სხვადასხვა საკონსულტაციო ფირმებთან“, - განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.

აბესაძე ასევე შეეხო ყაზბეგის გამზირიდან ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზას, კერძოდ, კარტოზიასა და ცინცაძის ქუჩის კვეთებზე მოსაწყობ სატრანსპორტო კვანძს. აბესაძის მტკიცებით, აღნიშნულ ადგილზე ორდონიანი მოძრაობა უნდა გაკეთებულიყო. ამისათვის ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიასთან მერიამ 30 მაისს ხელშეკრულება გააფორმა.

აბესაძის თქმით, კომპანიას 9 ივნისს 1 მილიონ 52 ათასი ლარი ავანსად ჩაერიცხა; აღნიშნული ფაქტის შემდეგ 3 თვე გავიდა, თუმცა იმ ადგილზე სამუშაოები არ დაწყებულა.

„მერიის ინფორმაციით, მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში სამუშაოები ვერ დაიწყება. იმის ნაცვლად, რომ თბილისის საბიუჯეტო თანხები თბილისელების ინტერესებს მოხმარდეს, კონკრეტული კომპანიის ფინანსური ინტერესების დაკმაყოფილებას ხმარდება ისე, რომ იქ დაგეგმილი სამუშაოები არ სრულდება“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

აბესაძემ მეტეხის ხიდთან სარეკონსტრუქციო სამუშაოებზეც გაამახვილა ყურადღება. მისივე თქმით, მეტეხის ხიდთან სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო სამუშაოები ივლისის თვეში დაიწყო და აგვისტოში უნდა დასრულებულიყო.

აბესაძის განცხადებით, დაუსრულებელი სამუშაოები დედაქალაქის მოსახლეობას გადაადგილებისთვის პრობლემებს უქმნის.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
ვალუტა ამინდი
USD2.9709
EUR3.2632
GBP3.694
RUB4.6462
თბილისი 11°-23°
ქუთაისი 15°-27°
ბათუმი 18°-22°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia