www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
17:26 06.09.2016
რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატები მოქმედ ქარხნების თანამშრომლებს შეხვდნენ

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები რუსთავში არსებული ორი მსხვილი კომპანიის: „პროგრესისა“ და „ყაზბეგის“ ხელმძღვანელებსა და მომუშავე პერსონალს შეხვდნენ.

 შეხვედრა შ.პ.ს „პროგრესის“ გენერალური დირექტორის, გიორგი თედორაძის ორგანიზებით გაიმართა. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩატარებული შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

 ქარხანაში არსებული ვითარება, საწარმოო პოტენციალი და ექსპორტთან დაკავშირებული პრობლემები–ეს იყო ის ძირითადი საკითხები, რომლის გარშემოც საწარმოში დასაქმებულებმა პაატა მხეიძესთან და გიორგი ბეგაძესთან, შეხვედრაზე განიხილეს. თავის მხრივ სამომავლო გეგმები და ეკონომიკური ხედვები გააცნეს დასაქმებულებს მაჟორიტარობის კანდიდატებმაც.

 „ სახელმწიფოს ხერხემალი არის ეკონომიკა, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით იზრდება ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტი. ბიზნესის განვითარება პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში არსებული უმუშევრობის პრობლემის დაძლევასთან“, - განაცხადა რუსთავის 30-ე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ბეგაძემ.

 როგორც რუსთავის 29-ე და 30-ე ოლქების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა განაცხადეს, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და მხარდაჭერა იქნება მათი პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტული თემა. მთავარი დაპირება კი, რომელიც დღევანდელ შეხვედრაზე გაჟღერდა, ეს რუსთავის ინდუსტრიულ ზონად გადაქცევის პერსპექტივაა. მაჟორიტარობის კანდიდატების განცხადებით, მანდატის მოპოვების შემთხვევაში საკანონდებლო ორგანოში იმ ინიციატივებს დააყენებენ, რომელიც რუსთავში ინდუსტრიული ხაზის განვითარებას შეუწყობს ხელს.

 „პრობლემები ბევრი გვაქვს, მგრამ ერთ-ერთი უმთავრესი დასაქმების პრობლემაა. რუსთავს აქვს დიდი პოტენციალი, იმისთვის რომ უმუშევართა რიცხვი მინიმუმადე შემცირდეს. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით თქვენი თანადგომით, ყველა რესურსი გამოვიყენოთ, რომ არსებული საწარმო-ქარხანები სრულ სამუშაო რეჯიმში გადავიდნენ“, - განაცხადა პაატა მხეიძემ.

(R)

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.9718
EUR3.3088
GBP3.8345
RUB4.6461
თბილისი 11°-20°
ქუთაისი 12°-25°
ბათუმი 17°-21°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia