www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
22:43 05.09.2016
ქირურგის ინფორმაციით, ყიფშიძეზე დაჭრილი რამაზ მჭედლიშვილისთვის ოპერაციის გაკეთება ვერ მოხერხდა, რადგან მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო
ქირურგ კობა თაბაგარის განცხადებით, ყიფშიძის ქუჩაზე დაჭრილი რამაზ მჭედლიშვილისთვის ოპერაციის გაკეთება ვერ მოხერხდა, რადგან მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო.

„დაახლოებით 16.30 საათზე ახლობლებმა შემოიყვანეს თავიანთი მანქანით პაციენტი მიმღებში. სასწრაფო დახმარების მანქანით არ შემოუყვანიათ. მისი მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე და სასწრაფო წესით გადავიყვანეთ საოპერაციოში. ოპერაციის დაწყება ვერ მოხერხდა, რადგან გული გაუჩერდა. რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, ვერ მოხერხდა სასიცოცხლო ფუნქციების აღდგენა და პაციენტი გარდაიცვალა“, - აღნიშნა კობა თაბაგარმა. მისივე თქმით, გარდაცვლილს ჰქონდა ერთი გამჭოლი ჭრილობა, სავარაუდოდ, მარჯვნიდან მარცხნივ გასული.

ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება 108-ე პრიმა (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით დაიწყო. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

პროფილაქტიკის თანამშრომელი, რომელიც ცოტა ხნის წინ ყიფშიძის ქუჩაზე დაჭრეს, გარდაიცვალა. შსს-ს პირველადი ინფორმაციით, შემთხვევა „ყოფით ნიადაგზე დაწყებულ კონფლიქტს“ მოჰყვა, რის შედეგადაც კლიენტმა პროფილაქტიკის თანამშრომელს ესროლა.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
ვალუტა ამინდი
USD2.9759
EUR3.286
GBP3.7223
RUB4.6659
თბილისი 7°-18°
ქუთაისი 7°-18°
ბათუმი 12°-18°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia