www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
13:07 05.09.2016
"არაფორმალურ მმართველობაზე რომ საუბრობენ ახლა, სააკაშვილს მეტ კონსულტაციებს ვაძლევდი და მეტს ვეხმარებოდი"
ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებიდან იმდენად მაღალი რეიტინგით უნდა წასულიყო, რომ ერთი საარჩევნო ციკლის გამოტოვების შემდეგ მესამე ვადით დაბრუნებულიყო.

საკუთარი დამოკიდებულება „ვარდების რევოლუციისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებისადმი ივანიშვილმა გურიაში, ადგილობრივ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.

„მე პოლიტიკურად არ მქონდა კარგი გამოცდილება, ზედმეტად ემოციური ვიყავი. საფრანგეთში ვცხოვრობდი მაშინ, როცა რევოლუცია მოხდა, 3 ტელევიზორი მქონდა დადგმული და ვუყურებდი როგორ ვითარდებოდა პროცესები. მე ვფიქრობ, არაადეკვატური რეაქცია გავაკეთე მეც - ზედმეტად გამიხარდა, მათი მოსვლაც მივიღე, როგორც დანარჩენმა საზოგადოებამ. 2,5 წლის ნახევრის განმავლობაში მე ხელისუფლებას ვაფინანსებდი, რასაც ვმალავდით და კარგად ვფუთავთით. პირდაპირი მნიშვნელობით მე სააკაშვილს არ დავხმარებივარ, მაგას ვერც გაბედავდა, რომ პირადი რამ ეთხოვა. ჩემმა პოზიციამ მათი გამოაშკარავების პროცესი გაახანგრძლივა, რამეთუ მე ძალიან მკაცრი პოზიცია მქონდა, შეცდომებზე რეაქციას ვაკეთებდი. ბევრი ურთიერთობა მქონდა სააკაშვილთან. არაფორმალურ მმართველობაზე რომ საუბრობენ ახლა, სააკაშვილს მეტ კონსულტაციებს ვაძლევდი და მეტს ვეხმარებოდი და მაშინ მსგავსი ილუზია არ ჰქონიათ. მათი სახის გამოჩენაში ის როლი მიმიძღვის, რომ უფრო გვიან გამოჩნდნენ, რამეთუ დიდ ანგარიშს მიწევდნენ და კარგად იცოდნენ, რას ვითხოვდი მათგან. მერაბიშვილს ვეუბნებოდი, მე იმ სააკაშვილს ვესაუბრები დღეს, რომელიც 15 წლის შემდეგ ისევ ამდენი პროცენტით მოვა არჩევნებით-მეთქი. მკითხა, რა გაქვს მხედველობაშიო და ის, რომ ორი [ვადა] დაამთავროთ, მერე გამოტოვოთ, რაც გეკუთვნით კონსტიტუციით და ისეთი პოპულარული წავიდეს, რომ ასეთივე რეიტინგით მოვიდესთქო. მიპასუხა, ეგ ჩვენთან აღარ თქვაო, ჩვენ ერთ-ორ თვეზე ვგეგმავთ და მაგაზე არ ვფიქრობთო“, - განაცხადა ივანიშვილმა.

თუმცა ივანიშვილის თქმით, შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ ძალადობა გამოავლინა.

„სააკაშვილს ჩემთან ძალიან მოწიწებითი და კულტურული პირადული დამოკიდებულება ჰქონდა. მეც არ მქონია უხეში დამოკიდებულება. მივიდოდი - მხვდებოდა, მაცილებდა, თვალებში მიყურებდა, რომ არაფერი მწყენოდა. ერთი უხეში სიტყვა არ უკადრებია არასდროს ანუ კომფორტულად ვიყავი წინა ხელისუფლების დროს, თუ მოვისურვებდი, ხელის გულზე მატარდებდნენ, მაგრამ ის რაც მათ ქნეს, არ ავიტანე და ამისთვის მოვედი ხელისუფლებაში. პირადული რომ მდომებოდა, შეიძლებოდა, ყველაზე კომფორტულად მათი ხელისუფლების პირობებში მეცხოვრა“, - დასძინა ივანიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.9701
EUR3.3158
GBP3.8561
RUB4.6607
თბილისი 8°-19°
ქუთაისი 10°-24°
ბათუმი 16°-21°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia