www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
17:37 19.08.2016
"ნაციონალური მოძრაობა 2" - პაატა ბურჭულაძის ვაშაძე-ჯაფარიძესთან გაერთიანების ფორმულირება"

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი, პაატა ბურჭულაძის ვაშაძე-ჯაფარიძესთან გაერთიანებას "ნაციონალურ მოძრაობა 2"-ს უწოდებს.

ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ ოდესის გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი, ამ გაერთიანებით დისკრედიტირებული "ნაციონალური მოძრაობის" ტრანსფორმირებას ცდილობს.

"გასაგები ენით რომ ვთქვათ, ეს არის "ნაციონალური მოძრაობა 2". ბატონი სააკაშვილი, საკმაოდ მარტივი ფორმულით მოქმედებს. "ნაციონალური მოძრაობა" სრულიად დისკრედიტირებულია. ბარამიძეები, თარგამაძეები და მაჭავარიანები ვერანაირ სიმპათიებს ვერ მოიპოვებენ, ამიტომ სააკაშვილმა მარტივი ხრიკით გამოაცალკევა არადისკრედიტირებული სახეები - ვაშაძე- ჯაფარიძე, რომლებიც მისი აზრით, "ნაციონალური მოძრაობის" ტრანსფორმირებას შეძლებენ. 

რეალურად ჩვენ საქმე გვაქვს "ნაციონალური მოძრაობის" იდეოლოგიის მატარებელ და გამზიარებელ, "ჩაძირული გემიდან გადმომხტარ" ნაციონალებთან. ამასთან ერთად, სააკაშვილი შეეცადა ისინი ბურჭულაძით შეელამაზებინა.

საერთო ჯამში მივიღეთ პროექტი, რომლითაც სააკაშვილი შეეცდება ძველი ძალა ჩაანაცვლოს. ეს პროექტი, მე პირადად, ძალიან მახარებს, რადგან საზოგადოება მარტივად დაინახავს ამას. დააკვირდით - ერთ საღამოს დააანონსეს გაერთიანება და მეორეს მხრივ, ბლოკი შექმნეს. რომ არა ერთი ავტორიტეტული თავის მართვა, ასე არ განვითარდებოდა მოვლენები",- აცხადებს ირაკლი სესიაშვილი საუბარში.

პაატა ბურჭულაძის პარტია "სახელმწიფო ხალხისთვის" პოლიტიკურ მოძრაობას "ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალ არჩევანს" 18 აგვისტოს შეუერთდა. ახალი პოლიტიკური პლატფორმის სახელწოდება - "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" იქნება.

(ფასიანი პოლიტიკური რეკლამა)

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.9701
EUR3.3158
GBP3.8561
RUB4.6607
თბილისი 8°-19°
ქუთაისი 10°-24°
ბათუმი 16°-21°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia