www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:59 19.08.2016
იმედი მაქვს, შვილს არ დამიტოვებენ წყლის ქვეშ და შვილის საფლავი მაინც მექნება - დაკარგული სამხედროს მამა

მეოთხე დღეა შავ ზღვაში, გონიოს სანაპიროზე გრძელდება დაკარგული სამხედროების ძებნა. დღეს სამძებრო სამაშველო ოპერაციაში სპეციალური ტექნიკით აღჭურვილი თურქული ხომალდი ჩაერთვება. სამუშაოებში ჩართულია ავიაცია, სამაშველო ჯგუფები, ადგილობრივი სამსახურები და ამერიკის ევროპული სარდლობის სპეციალური დანიშნულების ძალები. ადგილზე იმყოფებიან სამხედროების ოჯახის წევრებიც.

“დღეს საღამოს შემოდის თურქული გემი, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ამოიყვანოს ცხედრები. იმედი მაქვს, რომ შვილს არ დამიტოვებენ წყლის ქვეშ და ჩემი ცხოვრება, ჩემი სიცოცხლე  ამ ზღვის პირზე ნამდვილად არ ვივლი რომ ვეძებო ჩემი შვილი სადმე გამოაგდოს წყალმა ნაპირზე. იმედი მაქვს, რომ ჩემი შვილის საფლავი მაინც მექნება. ეს სიხარული ეს ბედნიერება მაინც მექნება,“ - განაცხადა იაგო შარაძის მამამ რომან შარაძემ.    

დღეს გონიოში ჩასვლას გეგმავს საქართველოს თავდაცვის მინისტრიც. ლევან იზორია პირადად მიიღებს მონაწილეობას თურქული ხომალდის ეკიპაჟთან ერთად, ძებნა-გადარჩენის ოპერაციაში.

გუშინ ბათუმის პორტთან ზღვამ35 წლამდე მამაკაცის ცხედარი გამორიყა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ეს ყოფილიყო ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურე, თუმცა საბოლოოდ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.

შეგახსენებთ, რომ სამხედროები გიორგი ნანიტაშვილი და იაგო შარაძე, გონიოში გეგმიური სწავლების დროს დაიკარგნენ. ისინი საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლებაში მონაწილეობდნენ. ზღვის სიღრმეში ჩაყვინთვის შემდეგ მათ ზედაპირზე ამოსვლა ვეღარ შეძლეს.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
ვალუტა ამინდი
USD2.9225
EUR3.2434
GBP3.5421
RUB4.3709
თბილისი 19°-35°
ქუთაისი 19°-30°
ბათუმი 23°-26°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia