www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
23:18 15.08.2016
გიორგი კვირიკაშვილმა საზოგადოებას თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს საზოგადოებასთბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან: გლდანის მე-20 ოლქი კობაკობალაძე, გლდანის 21-ე ოლქი ლევან კობიაშვილი, გლდანის 22-ე ოლქი ლევან კობერიძე, დიდუბის მე-15 ოლქი ზაზა პაპუაშვილი,დიდუბის მე-16 ოლქი ილია წულაია, ვაკის მე-2 ოლქი ბიძინა გეგიძე, ვაკის მე-3 ოლქი ზაზა ხუციშვილი, ისნის მე-8 ოლქი ირაკლიაბუსერიძე, ისნის მე-9 ოლქი დავით ჭიჭინაძე, ისნის მე-10 ოლქი ბექა ნაცვლიშვილი, კრწანისის მე-7 ოლქი ბექა ოდიშარია, ნაძალადევისმე-17 ოლქი სოფო კილაძე, ნაძალადევის მე-18 ოლქი მიხეილ ყაველაშვილი, ნაძალადევის მე-19 ოლქი ზაზა გაბუნია, საბურთალოს მე-4ოლქი მამუკა მდინარაძე, საბურთალოს მე-5 ოლქი ნინო გოგუაძე, საბურთალოს მე-6 ოლქი ლევან გოგიჩაიშვილი, სამგორის მე-11 ოლქიგიორგი მოსიძე, სამგორის მე-12 ოლქი მარიამ ჯაში, სამგორის მე-13 ოლქი შოთა ხაბარელი, ჩუღურეთის მე-14 ოლქი გია ვოლსკი. პარტია მაჟორიტარი დეპუტატობის კანიდატს არ ასახელებს მთაწმინდის პირველ ოლქში და მხარს უჭერს დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს. „ჩვენ ვთვლით, რომ ქალბატონი სალომეს ყოფნა ქართულ პოლიტიკაში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლის,ქართული ემიგრაციის, არის უაღრესად მნიშვნელოვანი ქართული პოლიტიკისთვის და მივიღეთ გადაწყვეტილება არ დავაყენოთკონკურენტი ამ ოლქში. მინდა წარმატება ვუსურვო ქალბატონ სალომეს. ეს არის ერთადერთი ასეთი პრეცედენტი“,-აღნიშნა პარტიისთავმჯდომარემ. პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც მხოლოდსიყვარულით და თავდადებით ემსახურება საკუთარ ხალხს. „მეგობრებო, ჩემო საყვარელო თბილისელებო, კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო უდიდესი პატივისცემა თქვენს წინაშე. მინდა ქედიმოვიხარო თბილისის გმირობის წინაშე და მინდა კიდევ ერთხელ გთხოვოთ კონსოლიდაცია, გაერთიანება საქართველოს უკეთესიმომავლისათვის. მე მჯერა, რომ „ქართული ოცნება“ არის ის ძალა, რომელიც შეძლებს ჩვენი დახლეჩილი საზოგადოების სიყვარულით,უკეთესი მომავლის დღის წესრიგით გაერთიანებას. მე მჯერა, რომ „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც შეძლებსჩატეხილი ხიდის აღდგენას ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის. მე მჯერა, რომ „ქართული ოცნება“ არის ისპოლიტიკური ძალა, რომელიც მხოლოდ სიყვარულით და თავდადებით ემსახურება საკუთარ ხალხს, ნამდვილად არ არის ფუფუნება ამადგილას დგომა და ამ მოვალეობაში ყოფნა. ეს მხოლოდ და მხოლოდ დიდი პატივი და დიდი პასუხისმგებლობაა ქვეყნის დათითოეული ჩვენი მოქალაქის წინაშე. ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელსაც მკაფიოდ, კონკრეტულად და ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი გეგმა გვაქვს,როგორც არჩევნებამდე, ასევე არჩევნების მეორე დღიდან მოყოლებული, როგორ ჩავაბაროთ ჩვენს ქვეყანას ოთხი წლის თავზე დღეიდანუკეთესი, გაფერადებული, აგუგუნებული და უფრო სიყვარულით აღსავსე საქართველო. დიდი მადლობა ამ მხარდაჭერისთვის.ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არ გაგიმტყუნოთ იმედები“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, თბილისის საზოგადოებამ ყველაზე მეტად იწვნია თავის თავზეჩარეცხილად კვალიფიცირება და ეს აღარასოდეს უნდა განმეორდეს. „ქართულ ოცნებას“ ჰყავს გამოცდილი და ქვეყნის სიყვარულით ანთებული ადამიანებისგან შემდგარი გუნდი. ჩვენი გუნდი შედგებაძველი თანამებროძლებისგან და ახალი წევრებისგან. ეს არის ის სიმფონია, რომელიც ჩვენს ქვეყანასდა საზოგადოებას გააერთიანებს, ჩვენვაჩვენეთ ამის მაგალითები. არ შეიძლება, საზოგადოება დახლიჩო. არავინ ისე, როგორც თბილისის საზოგადოებამ იწვნია თავის თავზეჩარეცხილად კვალიფიცრება და ეს აღარასოდეს უნდაგანმეოროდეს. ჩვენ არც ერთი ადამიანი არა გვყავს დასაკარგავი. ყველას, ვისაცანთებული აქვს გული ქვეყნის სიყვარულით და, ვისაც აქვს უნარი, ჩვენს ქვეყანაში მოიტანოს პროგრესი, განვითარება, ყველასთვისიქნება ადგილი ჩვენსქვეყანაში. მხოლოდ და მხოლოდ ასე, საზოგადოების გაერთიანებით, მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულით და არასიძულვით, შევძლებთ „ქართული ოცნება“, რომ დღეიდან 4 წლის თავზე ყველა ოჯახმა იგრძნოს საკუთარ თავზეკეთილდღეობა.მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების ერთიანობით, ერმანეთის განსხვავებული აზრის შეგუებით შეიძლება დამშვიდება საზოგადოებისდა ქვეყანაში პროგრესის უზრუნველყოფა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, როდესაც ქართული საზოგადოება ეუბნებოდა არას ძალადობას, ეუბნებოდა არას ქართული ფასეულობების ფეხქვეშგათელვას, ყოველთვის ყველაზე ხმამაღლა ისმოდა თბილისის ხმა და სწორედ თბილისზე გადიოდა ბრძოლის ფრონტი და წინა ხაზი. „ჩვენ ყველამ ერთად მნიშვნელოვანი პერიოდი გამოვიარეთ, გამოვიარეთ პერიოდი, როდესაც ადამიანის ყველაზე ფუნდამენტურიუფლებები იყო ფეხქვეშ გათელილი. ქართველმა ხალხმა იბძროლა ყველაფერი ამის წინააღმდეგ და ესბრძოლა გრძელდებოდა წლებისგანმავლობაში. როდესაც ქართველი ხალხი დაიქანცა ამ ბრძოლაში,2011 წლის შემდგომაზე ბიძინა ივანიშვილმა გამაოცხადაგადაწყვეტილება პოლიტიკური პარტიის შექმნის თაობაზე და შეეხიდაქართველ ხალხს ამ ბრძოლაში. ბრძოლაში, როდესაც ქართულისაზოგადოება ეუბნებობდა არას ძალადობას, ეუბნებოდა არას ქართული ფასეულობების ფეხქვეშ გათელვას, ყოველთვის ყველაზეხმამაღლა ისმოდა თბილისის ხმა დასწორედ თბილისზე გადიოდა ბრძოლის ფრონტი და წინა ხაზი. სწორედ ამიტომ ჩემთვისგანსაკუთრებული პატივია წარვდგე დღეს თბილისის წინაშე, როგორც იმ პოლიტიკური ძალის ლიდერი, რომელმაც გარდატეხაშეიტანასაქართველოს განვითარებაში. ეს გარდატეხა მოგვევლინა იმ დროს, როდესაც თითქოსდა იმედი იყო გამქრალი და რაღაცექსტრაორდინალური უნდა მომხდარიყო, რათა გადარჩენის გზა გამოჩენილიყო. სწორედ ამიტომ შეგვიძლია,დღეს ამაყად შევხედოთჩვენს თბილისელებს თვალებში და ვთქვათ, რომ გასული 4 წლის განმავლობაში, ჩვენ შევძელით მოქალაქეებისთვის მიგვეცა ყველაზემთავარი თავისუფლება, თავისუფლად სუთქვის ბედნიერება.თავისუფლად საუბრის, ჩვენი თუნდაც ყველაზე კრიტილკული აზრისთავისუფლად გამოხატვის უფლება. ეს ძალიან დიდი მონაპოვარია“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა მთავრობის 4 წლის მუშაობაც შეაფასა და განაცხადა, რომ გასული 4 წლის განმავლობაში, ხელისუფლებამ შეძლო ის,რომ ყველაზე ფუნდამენტურ პრობლემებს მიხედა. „ეს არის ჩვენი მოქალაქეების ჯანდაცვის უფლება. ჯანმრთელობის უზრუნველყოფის უფლება. მარტო ჩ ჰეპატიტის პროგრამითათასობით სიცოცხლე გადაჩრა და ათასობით ოჯახი გადარჩა გაღატაკებას. ალბათ ყველას უსარგებლიასაყოველთაო ჯანდაცვის სერვისითდ დამეთანხმებით, რომ ეს არის ფუფუნება, რომელიც ბევრ განვითარებულ ქვეყანასაც არ აქვს. არასოდეს დამოუკიდებელისაქართველოს ისტორიაში, სოფლის მეურნეობას არ მიქცევია იმ დონისყურადღება და ადგილობრივი მეწარმეობის განვითარებას, როგორც ეს ბოლო 4 წლის განმავლობაში ხედებოდა. მრავალი პროგრამა, სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამა, შეღავათიანიაგროკრეტიდები, დანერგე მომავალი,ასევე მიკროდაფინანსების და მიკროგტანტების პროგრამა, ასევე აწარმოე საქართველოში,ყველაფერი ეს შვებად მოევლინა ჩვენს მოსახლეიბას. ეს ყველაფერი გამიზნულია, რათა საქართველომ ააღორძინოს საწარმოოპოტენციალი“, -აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. მთავრობის მეთაურმა საქართველოში გახსნილ პირველ ტექნოპარკზეც გაამახვილა ყურადღება, სადაც საქართველოს ისტორიაშიპირველი დამწყები ბიზნესის დაფინასების ფონდი დაფუძნდა, რომელიც განკუთვნილია ახალგზრადების ინოვატორული იდეებისდასაფინასებლად. „ესეც ძალიან დიდი მიღწევაა. სულ ცოტა ხნის წინ გადავდგით ნაბიჯები საქართველოში პროფესიული განათლების საჯარო, კერძოპარტნიორობის მოდელის შესაქმენლად, ესეც დიდი მიღწევაა. ჩვენ არ ვართ თვითკმაყოფილნი, ჩვენვხედავთ რამხელა რესურსიარსებობს ქვეყანაში განვითარებისთვის. ჩვენ არ ვართ არც უშეცდომონო, მაგრამ არც ერთი ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გადავდგით ბოლო 4წლის განმავლობაში არ ყოფილა ისე, რომ ქვეყნის სიყავრულით არყოფილიყოს ნაკარნახევი. ეს არის ჩვენი მთავარი საამაყო და ჩვენ ასევაპირებთ მომავალი 4 წლის განმავლობაში გაგრძელებაში. ჩვენ გვჯერა და არასოდეს ჩემს ცხოვრებაში არ ვყოფილვარ ასედარწმუნებული, როგორც ახლა ვარ, თურამდენად სწორია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ სწორედ ამ პოლიტიკურ ძალას დაუჭიროსმოსახლეობამ მხარი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრის გამოსვლამდე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“გენერალურმა მდივანმა, პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა კახა კალაძემ. კახა კალაძის თქმით, „ქართული ოცნება“ პროფესიონალებით გაძლიერებული, განახლებული ქმედითი გუნდია - პროგრესული ხედვით,მოქმედების ზუსტი გეგმითა და თანამედროვე მიდგომების მქონე პრინციპული ლიდერით. „ქართულმა ოცნებამ“ უკვე დაამტკიცა, რომ ხალხზე მზრუნველი ადამიანური ძალაა, რომლისთვისაც მთავარი ჩვენი გახლეჩილისაზოგადოების გამთლიანებაა. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ქვეყნის მომავლის შექმნა მხოლოდ ერთიან, თავისუფალ საზოგადოებასშეუძლია. მეგობრებო, ჩვენი გზა - ევროპული გზაა, ჩვენი მიზანი - ცივილიზებულ სამყაროში ღისეული ადგილის დამკვიდრებაა, იმ კანონის უზენაესობაა, რომელიც, საბოლოოდ, ქვეყნის წინაშე ჩადენილ არცერთ დანაშაულს დატოვებს უპასუხოდ“,-განაცხადა პარტიისგენერალურმა მდივანმა. (R)
სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
თებერვალი 2020
თებერვალი 2020
თებერვალი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728291
ვალუტა ამინდი
USD2.8299
EUR3.0571
GBP3.6537
RUB4.398
თბილისი 1°-12°
ქუთაისი 6°-11°
ბათუმი 6°-10°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia