www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
15:26 14.08.2016
უმრავლესობა "ცენტრისტების" გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკი აცხადებს, რომ საარჩევნო რეკლამასთან დაკავშირებით "ცენტრისტების" შეხედულებები და დაპირებები საქართველოს სახელმწიფოებრიობას ეწინააღმდეგება. აღნიშნულთან დაკავშირებით გია ვოლსკი შეფასებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე აკეთებს. "პოლიტიკური გაერთიანება "ცენტრისტების" სარჩევნო რეკლამასთან დაკავშირებით, ამ პარტიის შეხედულებები და დაპირებები, რომელიც მათ საარჩევნო კლიპებში ჟღერდება, არამხოლოდ მიუღებელია ჩვენთვის, არამედ ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფოებრიობას. ეს არის მოღალატეობრივი რიტორიკა, რაც ცხადია ჩვენ საზოგადოების მხრიდან მიღებული არ იქნება. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მიუღებელია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მსგავსი შინაარსის მოწოდებები. პარტიის კამპანიიდან მოხსნაზე მოთხოვნა არ დააკმაყოფილა სასამართლომ და ახლა მხოლოდ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებაა შესაძლებელი. ამიტომ, ჩვენ ვიყენებთ კანონით მონიჭებულ უფლებას, რომლის თანახმადაც დეპუტატების 1/5-ს შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს და მოითხოვოს პარტიის რეგისტრაციის მთლიანად გაუქმება - და მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს. მოვუწოდებთ სხვა პოლიტიკურ ძალებს შემოუერთდნენ ამ ინციატივას",- წერს გია ვოლსკი. შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ბედუკაძისა და ხაჩიშვილის ახლადდაფუძნებული პარტიის "ცენტრისტების" სარეკლამო რგოლი გადის. რგოლში ნათქვამია, რომ რუსულ სამხედრო ბაზებს დააკანონებენ, ასევე ამომრჩეველს ორმაგ მოქალაქეობასა და რუსულ პენსიას - 400 ლარს სთავაზობენ. სარეკლამო რგოლი საზოგადოებრივ მაუწყებელზე უფასო პოლიტიკური რეკლამის ნაწილში გადის. (R)
სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
ვალუტა ამინდი
USD2.9723
EUR3.2779
GBP3.8265
RUB4.6531
თბილისი -1°-12°
ქუთაისი 7°-19°
ბათუმი 9°-19°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia