www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:22 05.08.2016
სტიქიის შედეგები ბორჯომში - ყველაზე რთული ვითარება ცენტრალურ პარკშია

სტიქიით დაზარალებულ ბორჯომში დღეს დილიდან განახლდა გაწმენდითი სამუშაოები. ძლიერი წვიმისა და სეტყვის შემდეგ, ბორჯომის ცენტრალური პარკის დიდი ნაწილი განადგურებულია. დატბორილია შენობა ნაგებობები, დამტვრეულია ხეები და მოშლილია ინფრასტრუქტურა. 

ბორჯომში მუშაობს საგანგებო შტაბი. შტაბის წევრების ინფორმაციით, ყველაზე რთული ვითარება ამ დროისთვის კვლავ ბორჯომის ცენტრალურ პარკში რჩება. თუმცა, ინტენსიური სამუშაოების შედეგად, ბორჯომის პარკის ნაწილი ცოტა ხანში გაიხსნება.

რაც შეეხება ბარკის სრულად გახსნის საკითხს, სამუშაოები დღის ბოლომდე გაგრძელდება და პარკი ფუნქციონირებას სწორედ სამუშაოების დასრულების შემდეგ შეძლებს.

ძლიერი წვიმის და სეტყვის შედეგად დაზიანდა წაღვერი-ბაკურიანის გზა. სადგერის ჩაკეტილი გზა უკვე გაწმენდილია და მოძრაობა უკვე აღდგენილია.

„დაიწყო სამუშაოები, ეს არის სადგერის მიმართულება, ეს არის პარკი, ეს არის წაღვერის მიმართულება. ლიკანის მიმართულებაზე პრობლემა უკვე აღარ გვაქვს. კრიტიკული ახლა რაც არის, ეს არის პარკი. უნდა გავასუფთავოთ პარკის ტერიტორია და ის დღის განმავლობაში სანახევროდ გაიხსნება,“- განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ.

ბორჯომის გამგებლის განცხადებით, ქალაქი უკვე დაუბრუნდა ცხოვრების ჩვეულ რიტმს, რადგან უკვე მოხერხდა ქალაქის ძირითადი ნაწილის გაწმენდა. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლის პროცესი.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
მარტი 2020
მარტი 2020
მარტი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2425262728291
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345
ვალუტა ამინდი
USD3.2845
EUR3.6363
GBP4.0725
RUB4.1226
თბილისი 6°-16°
ქუთაისი 6°-16°
ბათუმი 9°-15°
მთავარი