გია ვოლსკისა და ეკა ბესელიას მიერ გაკეთებული განცხადება, ე.წ. კონსტიტუციური რევოლუციის მოწყობის მცდელობის შესახებ, ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შეაფასა. შალვა ნათელაშვილი ფიქრობს, რომ ივანიშვილმა რამდენიმე მოსამართლე მოისყიდა.
"პოლიტიკასთან საკითხს აქვს ნაკლები კავშირი უფრო მეტია კრიმინალი. როგორც ბიძინა ივანიშვილმა მოისყიდა და გაუგზავნა მილიონები პოლიტიკურ პარტიებს, პოლიტიკურ ლიდერებს, ექსპერტ-პოლიტოლოგებს, არტისტებს, სპორტსმენებს, მსახიობებს, მინისტრებს და ყველას, ვინც მის საქმეს სჭირდებოდა, იგივე გააკეთა საკონსტიტუციო სასამართლოს ზოგიერთი წევრის მიმართ და მათ ეს ალაპარაკებთ სწორედ დღეს,"- აცხადებს ნათელაშვილი.