www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
15:32 22.07.2016
“ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მთავარი მიზანია გიგი უგულავას და "რუსთავი 2"-ის საქმეების გაჭიანურება"

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი სათათბიროდაა გასული. მოსამართლეებს ჯერ არ გამოუტანიათ გადაწყვეტილება იმის შესახებ, გადაიდება თუ არა გიგი უგულავას და ე.წ. კაბელების საქმის დღეს განხილვა.

სხდომის გადადების ინიციატივა მოსამართლეთა ნაწილმა დააყენა. მიზეზი გიორგი პაპუაშვილის სკანდალური განცხადებები გახდა, მოსამარეთლეებზე ზეწოლის შესახებ.

მათ განმარტეს, რომ ვიდრე აღნიშნული საქმე გამოკვლეული არ იქნება, მუდმივად იქნება ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ მოსამართლეები არაობიექტურ გადაწყვეტილებებს იღებენ.

მოსამართლეების ინიციატივა სხდომის გადადებასთან დაკავშირებით, მიუღებელია როგორც ე.წ. კაბელების საქმეში მსჯავრდებულების, ისე გიგი უგულავას ადვოკატებისთვის.

ადვოკატები მიიჩნევენ, რომ მოსამართლეების დღევანდელი შუამდგომლობა უკავშირდება ხელისუფლების მხრიდან კონკრეტულ მოსამართლეებზე ზეწოლას. ადვოკატების თქმით, იმ შემთხვევაში თუ დღევანდელი სხდომა გადაიდო, ეს საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციონირების შეჩერებას ხელს შეუწყობს.

“ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მთავარი მიზანია, გახმაურებული საქმეების - კერძოდ, გიგი უგულავას და რუსთავი 2-ის საქმეების გაჭიანურება. ხელისუფლების ამ მიზანს უშუალოდ დაემთხვა დღეს 4 მოსამართლის შუამდგომლობა, რომ პრაქტიკულად საქართველოს პროკურატურას გადაეცეს უფლება, თუ როდის გაიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომები. ეს არის კიდევ ერთი მინიშნება და დადასტურება, იმ ეჭვის, რომ სასამართლოს შემადგენლობაზე და კონკრეტულ მოსამართლეებზე ხორციელდება ზეწოლა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იმისათვის, რომ მოხდეს გიგი უგულავას და რუსთავი 2-ის საქმეების გაჭიანურება,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

შეფასება გააკეთა ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულების ადვოკატმაც ლევან სამუშიამ რომელმაც აღნიშნა, რომ არ არის გამორიცხული, სხვა საქმეებთან ერთად, რუსთავი 2-ის საქმის განხილვაც შეჩერდეს.

„გაკვირვებას იწვევს ის შუამდგომლობაც კი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა დღეს დააყენეს სასამართლო პროცესზე. ეს ნიშნავს, რომ თუ გადაწყვეტილება იქნება დაკმაყოფილებული, საქართველოში საკონსტიტუციო სამართალწარმოება უნდა შეჩერდეს. ამის დაჯერებაც უბრალოდ ძნელია. ნათელია უკვე ზეწოლის ნიშნები, როდესაც მსგავსი ტიპის შუამდგომლობა დგება. როდესაც საკონტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები მსგავს შუამდგომლობას აყენებენ, ნიშნავს იმას, რომ როგორც კაბელების, ისე რუსთავი 2-ის საქმის განხილვაც შეჩერდება და დაველოდებით პროკურატურის გადაწყვეტილებას, რომელსაც ვადა არ გააჩნია,“ - განაცხადა ლევან სამუშიამ.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
ვალუტა ამინდი
USD2.9691
EUR3.2797
GBP3.6989
RUB4.6131
თბილისი 13°-29°
ქუთაისი 15°-27°
ბათუმი 18°-27°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia