www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
15:27 14.07.2016
ომარ ნიშნიანიძე - გუნდმა თუ ხელი მკრა, თავის თავს დააბრალოს
უ სიაში არ ვიქნები, გუნდში დავრჩები და არ მგონია, რომ გუნდმა ხელი მკრას. თუ ასე მოხდა თავის თავს დააბრალონ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ომარ ნიშნიანიძემ ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” სიის ფორმირებაზე საუბრისას განაცხადა. 

ომარ ნიშნიანიძე მიიჩნევს, რომ მას გააჩნია გამოცდილება და რესურსი, რომლითაც შეძლებს ”ქართულ ოცნებას” დაეხმაროს. 

”ჯერ მე ვერ წარმომიდგენია თუ არ ვიქნები სიაში, თუ ასე მოხდა, გუნდში ყოველ შემთხვევაში დავრჩები. არ მგონია, რომ გუნდმა ხელი მკრას და გუნდმა თუ ხელი მკრა თავის თავს დააბრალონ. მე ვფიქრობ, მაქვს რესურსი, ენერგია და სუფთა წარსული. შეხვედრები მქონდა გუნდში. ჩვენ ვსაუბრობთ და ლიდერებსაც ვხვდებით. უარი მე არსად გამიგია. თუმცა, ტრაგედია არც ის იქნება სიაში თუ არ ვიქნები”, - განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.

დეპუტატმა ”ქართულ ოცნებაში” ახალ სახეებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ „მათ იოლი გასეირნება არ ელოდებათ არჩევნებზე“ და დიდი შრომა მოუწევთ.

”ძალიან კარგი და წარმატებული ახალგაზრდები არიან. ვფიქრობ, რომ ისინი შეძლებენ ამ პერიოდში საკუთარი ცნობადობის ამაღლებას. თუმცა მათ თავდაუზოგავი შრომა მოუწევთ. თუ კარგი დაბალანსებული იქნება გუნდი ახალი და ძველი სახეებით, ვფიქრობ, გუნდი წარმატებული იქნება. ნებისმიერ გუნდს სჭირდება განახლება და ახალი სისხლი და კარგია, ოღონდაც ეს არ გამოვა თუ ეს დაბალანსებული არ იქნება ძველი გამოცდილი პოლიტიკოსებით. განათლება არც ჩვენ გვაკლია და თუ მათ ჰარვარდი დაამთავრეს, ჩვენ ჯავახიშვილი დავამთავრეთ წითელ დიპლომზე. ასე, რომ გვერდში დგომით წარმატებას მივაღწევთ”, - განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
ვალუტა ამინდი
USD2.9759
EUR3.286
GBP3.7223
RUB4.6659
თბილისი 9°-22°
ქუთაისი 9°-22°
ბათუმი 14°-19°
მთავარი