www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
18:49 06.07.2016
საგარეო საქმეთა სამინისტროში არ აკონკრეტებენ, რატომ არ ესწრებოდა არჩილ გეგეშიძე ჯონ კერის ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს
საგარეო საქმეთა სამინისტროში არ აკონკრეტებენ, რატომ არ ესწრებოდა აშშ-ში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის ვიზიტის ფარგლებში თბილისში გამართულ შეხვედრებს.

შესაბამისი შეკითხვით ჟურნალისტებმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანს მიმართეს, თუმცა მან შეკითხვა უპასუხოდ დატოვა.

ზალკალიანმა მხოლოდ ის აღნიშნა, რომ გეგეშიძისგან მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებას მოისმენენ.

”ჩვენ ვართ ჩართული ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტის მიმდინარეობაში, ამიტომ დღეს ჩვენ არ გვქონია შესაძლებლობა, რომ გვესაუბრა ელჩთან. ბუნებრივია, უახლოეს დღეებში გვექნება მასთან გასაუბრების საშუალება. ჩვენც გვაინტერესებს თუ რამდენად შეესაბამება რეალობას ის განცხადებები, რომლებიც გაჟღერდა, ამიტომ ჯერჯერობით რაიმე ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება, სანამ ელჩის მხრიდან სრული სურათი არ გვეცოდინება, თუ რასთან გვაქვს საქმე - ეს არის მისი განცხადება თუ ჟურნალისტის ინტერპრეტაცია, არ მგონია სწორი იყოს”, - განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე განმარტებით, საგარეო უწყებას არჩილ გეგეშიძის განცხადებაზე ექნება ”შესაბამისი რეაგირება”, თუმცა დღეს გაუჭირდება საუბარი, ”რა იქნება ეს რეაგირება”.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.971
EUR3.3106
GBP3.8474
RUB4.6653
თბილისი 8°-19°
ქუთაისი 11°-23°
ბათუმი 15°-22°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia