www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
15:54 01.07.2016
გიორგი მარგველაშვილი - საქართველო მის წინაშე არსებული სირთულეების მოგვარებას სამხედრო გზით არ შეეცდება
საქართველოს პრეზიდენტმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიურ სესიაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო მის წინაშე არსებული სირთულეების მოგვარებას სამხედრო გზით არ შეეცდება.

გიორგი მარგველაშვილმა ყველა მხარეს მოუწოდა, სიტუაციის დარეგულირების პროცესში ჩაერთოს.

„მინდა გამოვხატო აღტაცება იმითი, რომ ასეთი მნიშნელოვანი ღონისძიება - ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესია - ტარდება ჩვენთან, ქვეყანაში, რომელმაც 25 წლის წინ გააკეთა უმნიშვნელოვანესი ისტორიული არჩევანი და მტკიცედ, მთელი მსოფლიოს გასაგონად გააჟღერა ქართველი ერის ნება, რომ ააშენოს თანამედროვე, დემოკრატიული, ადამიანის უფლებებზე დამყარებული, ევროპული ტიპის სახელმწიფო. ადამიანის უფლებების დაცვა, თანამშრომლობისა და მოლაპარაკებების გზით სვლა ეს ის ღირებულებებია, რომელმაც ოთხი ათეული წლის წინ გააერთიანა კაცობრიობა და ამ გაერთიანების შედეგად მოგვცა ჰელსინკის პროცესი. 

საქართველო არის აქტიური მონაწილე ეუთო-ს პროცესის და ჩვენ აქტიურად გვჯერა, რომ ნებისმიერი ტიპის დაძაბულობა შესაძლებელია მოიხსნას ინტენსიური დიალოგით, მსჯელობით იმ საჭიროებებზე, რომლებიც გააჩნიათ დაპირისპირებულ მხარეებს. საქართველომ მტკიცედ განაცხადა და ამას კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ არც ერთ შემთხვევაში, იმ სირთულეების მოგვარებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშეა, არ შევეცდებით სამხედრო გზით. მე მოვუწოდებ ყველა მხარეს, რომ ასევე მტკიცედ ჩაერთოს სიტუაციის დარეგულირების პროცესში“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
მარტი 2020
მარტი 2020
მარტი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2425262728291
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345
ვალუტა ამინდი
USD3.2845
EUR3.6363
GBP4.0725
RUB4.1226
თბილისი 6°-16°
ქუთაისი 6°-16°
ბათუმი 9°-15°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia