www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
08:14 28.06.2016
უშიშროების საბჭო - ვეთანხმებით პრეზიდენტსაც და პრემიერსაც, რომ უმჯობესი იყო თავდაცვის მინისტრს მეტი კოლეგიალობა გამოეჩინა
უმჯობესი იყო, თავდაცვის მინისტრს მეტი კოლეგიალობა გამოეჩინა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ეროვნული უშიშროების საბჭოში თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის მიერ დღეს გამოცემულ ბრძანებაზე კომენტირებისას განუცხადეს.

როგორც საბჭოს პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გოგი ახალკაცმა აღნიშნა, ეროვნული უშიშროების საბჭო სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით თინა ხიდაშელის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ როგორც პრეზიდენტის, ისე პრემიერ-მინისტრის განცხადებებს ეთანხმება.

”თავდაცვის მინისტრის ინიციატივასთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს პრეზიდენტმაც და საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც გააკეთეს. ორივე განცხადებაში აღნიშნულია, რომ უმჯობესი იყო, თუკი თავდაცვის მინისტრი მეტ კოლეგიალობას გამოიჩენდა. შესაბამისად, ჩვენ სრულად ვეთანხმებით პრეზიდენტსაც და პრემიერსაც, თუმცა მოახლოებული ვარშავის სამიტის წინ ამ საკითხზე მეტ საჯარო დისკუსიას არ ვაპირებთ”, - აცხადებენ ეროვნული უშიშროების საბჭოში.

დღეიდან თავდაცვის სამინისტრო სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღარ განახორციელებს. შესაბამის ბრძანებას თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ხელი მედიასთან შეხვედრაზე მოაწერა. 

როგორც ხიდაშელმა განმარტა, ამ ბრძანების შესაბამისად დღეიდან თავდაცვის სამინისტრო არ განახორციელებს სამხედრო-სავალდებულო გაწვევას. 

”მე დავდე პირობა, რომ ყველაფერი გავაკეთებდი, რათა 2017 წლიდან ჯარში გაწვევა აღარ არსებობდეს. ჩვენ ბევრი ვეცადეთ საკანონმდებლო თვალსაზრისით ამ პრობლემის მოგვარება, რომ საერთოდ აგვეკრძალა გაწვევა შეირაღებულ ძალებში, ეს არ გამოვიდა. თუმცა, ვიპოვეთ სხვა ფორმა, რომლითაც თავდაცვის მინისტრს შემიძლია, რომ ეს გადაწყვეტილება ცალხმრივად და ერთპიროვნულად მივიღო. დღეიდან მოყოლებული, თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურად აღარ განახორციელებს გაწვევას და მოთხოვანს, წვევამდელების გაწვევაზე. ძალით მოყვანილი სამხედროები არ სჭირდება შეირაღებულ ძალებს'', - განაცხადა ხიდაშელმა. 

როგორც მან აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ თავდაცვის შემდგომი მინისტრი სამხედრო სავალდებულო სამსახურის აღდგენას გადაწყვეტს, მას მისი ამ ბრძანების გაუქმება მოუწევს. 

აღსანიშნავია, რომ თავდაცვის სამინისტროს გარდა, სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას სხვა უწყებებიც ახორციელებენ, თუმცა თინა ხიდაშელის ბრძანება მათ არ ეხებათ.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
ვალუტა ამინდი
USD2.9691
EUR3.2797
GBP3.6989
RUB4.6131
თბილისი 13°-29°
ქუთაისი 15°-27°
ბათუმი 18°-27°
მთავარი