www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
23:14 19.06.2016
ახალგაზრდა ქალი ყოფილმა ქმარმა სასტიკად სცემა
ინტერპრესნიუსი
ყოფილი ქმრის მიერ ბათუმში 27 წლის ქალის ცემისა და დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას და 126 1-ე ოჯახური ძალადობის მუხლით. 

შსს-ს ცნობით, დანაშაული გახსნილია, დადგენილია სავარაუდო ბრალდებულის ვინაობა, რომელიც იმოფება ქვეყნის ფარგლებს გარეთ. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ "უახლოეს მომავალში მასზე გამოცხადდება ძებნა".

„ინტერპრესნიუსის“ რეგიონული კორესპონდენტის ინფორმაციით კი, ყოფილმა ქმარმა ბათუმში 27 წლის ქალი სასტიკად სცემა და დაჭრა. დაზარალებულს თავის არეში ბასრი საგნით მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული. ქალბატონს მოტეხილობა აღენიშნება ხელის არეში, მთელ სხეულზე კი ცემის შედეგად მრავლობითი დაჟეჟილობები აქვს. 

შემთხვევა 10 ივნისს, საღამოს, ბათუმთან ახლოს, ჩაისუბანში მოხდა, როცა ნინა ტ. მის ყოფილ ქმარს არკადი ტ.-ს გარდაცვლილი მეზობლის ოჯახში სამძიმარზე გაჰყვა. 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ნინა ტ-მა განუცხადა, ყოფილმა ქმარმა მოტოციკლის მოშორებით გაჩერება შესთავაზა იმ მიზეზით, რომ არ უნდოდა მეზობლებს მასთან ერთად ენახათ.

„სადაც ვცხოვრობდით ხუთი წელი, იქ გარდაიცვალა მეზობელი. დამირეკა ყოფილმა ქმარმა და მითხრა, რომ გამომივლიდა და გარდაცვლილის ცოლის სანახავად წამიყვანდა. ვმეგობრობდი იმ ქალთან და მეც დავთანხმდი. სამსახურის მერე გამომიარა მოტოციკლეტით და წავედით. სახლამდე მისულებიც არ ვიყავით, მითხრა, რომ არ მინდა ერთად დაგვინახონ, გზიდან გადავუხვევ, დავაყენებ მოტოციკლეტს და ცალ-ცალკე ავიდეთო. გადავუხვიეთ, სადღაც მიფარებულ ადგილზე, გადმოვიდა მოტოციკლეტიდან, პარკში გახვეული რაღაც ნივთი ამოიღო, თურმე ეჩო ჰქონია. მახსოვს მხოლოდ ერთი დარტყმა თავში და მეტი არაფერი. ჩემი გათიშვის მერე გაუგრძელებია თავში ეჩოს ჩარტყმა და ცემა. მარჯვენა ხელი მაქვს მოტეხილი, მარცხენა ხელზე ჭრილობა მაქვს, თავში ძვალი მაქვს გაბზარული, ტვინის შერყევა მაქვს, ძალიან ბევრი, 15-ზე მეტი ჭრილობა მაქვს თავზე, მთლიანად სხეული ჩაშავებული მაქვს. როგორც ჩანს ძალიან მცემა და დამაგდო იქ ეკლებში“, - აღნიშნა ნინა ტ-მ. 

მისივე თქმით, შემთხვევა საღამოს 23:00 საათზე მოხდა და უგონო მდგომარეობაში დილით 10:00 საათისთვის გამვლელმა აღმოაჩინა. ნინა ტ.-ის თქმით, მის დასაკითხად პოლიცია იყო მისული, ვისგანაც გაიგო, რომ ყოფილმა ქმარმა არკადი ტ.-მა სარფის საზღვარი მის მიმართ განხორციელებული ძალადობიდან საათნახევრის შემდეგ დატოვა.

ნინა ტ. ქმარს ერთი წლის წინ გაშორდა და სამ მცირეწლოვან შვილან ერთად საცხოვრებლად ე.წ ბენზეს დასახლებაში მშობლებთან გადავიდა. დაზარალებული ქალბატონი ამბობს, რომ 14 წლის იყო, როცა მისმა ქმარმა მოიტაცა. მათ 11, 8 და 6 წლის შვილები ჰყავთ. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
ვალუტა ამინდი
USD2.9736
EUR3.2888
GBP3.8544
RUB4.6555
თბილისი 3°-14°
ქუთაისი 7°-17°
ბათუმი 9°-16°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia