www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
17:34 17.06.2016
მარტოხელა ბებია ლეილა სიხარულიძეს ჩვენი დახმარება სჭირდება!

საქველმოქმედო ფონდის “სოციალური პარტნიორობის“ ბენეფიციარების ცხოვრებისეული ისტორიები ძალიან მძიმე მოსასმენია. ის, რაც ქალბატონ ლეილა სიხარულიძეს გადახდა თავს, მტერსაც არ უსურვებთ!

ბედნიერებას ცხოვრებაში მას მხოლოდ საყვარელი პროფესია ანიჭებდა. ქალბატონი ლეილა თბილისის პირველ სამშობიაროში მუშაობდა ჩვილ ბავშვთა რეანიმაციულ განყოფილებაში და ბევრი პატარა გადაარჩინა. სახლში მისულს, კი მას სიძნელეები და პრობლემები ელოდა. მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა მისი საყვარელი მეუღლე, რის შემდეგაც ლეილას მარტო უხდებოდა ოჯახის გაძღოლა და ორი შვილის რჩენა.

ლეილას წინ კიდევ უფრო დიდი განსაცდელი ელოდა. მიყოლებით მან ორივე შვილი დაკარგა. უბედურმა შემთხვევამ მოულოდნელად მისი სრულიად ჯანმრთელი ქალიშვილი იმსხვერპლა, ხოლო შემდეგ მისი ვაჟი გულის შეტევით გარდაიცვალა. პატარა შვილიშვილმა გადაატანინა ლეილას ეს საშინელი უბედურება. ბებია მხოლოდ მისთვის ცოცხლობდა, მისთვის არსებობდა... მეტროსთან მზესუმზირას ყიდდა და ნაშოვნი თანხით პატარა შვილიშვილს არჩენდა...

მაგრამ ლეილას წინ კიდევ უფრო დიდი ტრაგედია ელოდა, რომელმაც საბოლოოდ გაანადგულა საცოდავი მოხუცი. მისმა ერთადერთმა ახლობელმა ადამიანმა, არასრულწლოვანმა შვილიშვილმა თვითმკვევლობით დაასრულა სიცოცხლე. ასე დაკარგა ლეილამ ყველაფერი რაც კი გააჩნდა ცხოვრებაში.

ახლობლების დაკარგვით მიყენებული სულიერი ტანჯვისა და მუდმივი ნერვიულობის გამო ბებია ლეილას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. გაუარესდა მხედველობა, დაეწყო პრობლემები გულზე და გაუსაძლისმა ტკივილებმა იგი საწოლს მიაჯაჭვა. ახლა ლეილა პრაქტიკულად ვეღარ დადის.

პენსია საჭმლისა და წამლების საყიდლადაც არ ჰყოფნის. 100 ლარად 8 კვ.მ ოთახს ქირაობს, რომელიც სარდაფს უფრო გავს ვიდრე ადამიანის საცხოვრებელს. აქ არც წყალია და არც საპირფარეშო. იატაკი ბეტონისაა, კედლები ნესტიანია... დარჩენილი 50 ლარით კი ეს საწყალი ბებია ცდილობს თვიდან თვემდე თავი გაიტანოს.

“ზოგჯერ დღის განმავლობაში არაფერს ვჭამ, ზოგჯერ წინა დღის გამოზოგილი პურით ვიკვებები. ასე რამოდენიმე ლარის ეკონომიას ვაკეთებ, რომ გამაყუჩებლები ვიყიდო და ჩემ ტკივილს ცოტა მოვერიო... ჩემი შვილები ცოცხლები რომ ყოფილიყვნენ, იზრუნებდნენ ჩემზე, ახლა კი სულ მარტო ვარ, სრულიად უცხო ადამიანების იმედად დარჩენილი”...

ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ ყველა გულისხმიერ ადამიანს თხოვნით მოგმართავთ დაეხმაროთ ამ უბედურ მარტოხელა, უსუსურ ქალბატონს!

თუ გაქვთ საშუალება დაეხმაროთ მას, თანხა წამლების და პროდუქტების შესაძენედ შეგიძლიათ ჩარიცხოთ“სოციალური პარტნიორობის“ ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ლეილა სიხარულიძე) ან პირდაპირ ფონდის ვებ-გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/137/

ერთად ბევრ ადამიანს გავუწოდეთ დახმარების ხელი, მოდით ამ ბებიასაც დავუდგეთ გვერდში. მარტოობისგან და უბედური შემთხვევებისგან დაზღვეული არავინაა... ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ჩვენც დაგვჭირდეს! 

 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
ვალუტა ამინდი
USD2.9279
EUR3.2365
GBP3.5764
RUB4.4581
თბილისი 19°-34°
ქუთაისი 20°-29°
ბათუმი 22°-26°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia