www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:41 17.06.2016
"ნაცმოძრაობა": "ნაცმოძრაობა": "კალა კაპიტალმა" კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირებს თანხა გადაურიცხა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა, ირმა ნადირაშვილმა და ოთარ კახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე დოკუმენტები წარადგინეს, რომლის მიხედვით, კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირებს, ვლადიმერ გეგეშიძესა და გიორგი გიგაურს "კალა კაპიტალმა" საკრებულოს შუალედურ არჩევნებამდე 4 დღით ადრე თანხები გადაურიცხა. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა ორმა ნადირაშვილმა და ოთარ კახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს ის დოკუმენტები წარუდგინეს, სადაც ასახული, როგორც ურიცხავს კალა კაპიტალი ფულს კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირებს.

საზოგადოებისათვის უკვე კარგად არის ცნობილი, რომ ა.წ. წლის 21 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში მიმდინარე გამოტოვებული არჩევნებისას, მთავრობის მიერ ორგანიზებულ მოძალადეთა დანაშაულებრივი ჯგუფი, უშუალოდ საარჩევნო უბანთან, თავს დაესხა პარლამენტის წევრებს, ამომრჩევლებს, ნაციონალური მოძრაობის მომხრეებს, ლიდერებსა და რიგით პოლიციელებს.

აღნიშნული ფაქტიდან თითქმის ერთი თვე გავიდა. ხელისუფლებას ამ ძალადობის დამკვეთის გამოსავლენად ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს, ხოლო თავად მოძალადეები დღემდე თავისუფლებაში რჩებიან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი დანაშაულის შემდეგაც განაგრძობდნენ აგრესიულ მოწოდებებსა და ძალადობის მუქარას.

ჩვენ თავიდანვე წარმოვადგინეთ აღნიშნულ ძალადობრივ ჯგუფთან ვიცე-პრემიერ კახა კალაძის უშუალო კავშირის დამადასტურებელი არაერთი ფაქტი. აღნიშნულს ადასტურებდა, როგორც მოძალადეთა კავშირები ვიცე პრემიერთან და „ქართულ ოცნებასთან“, ისე თავად კალაძის რეაქცია და უშუალოდ მისი განცხადებები კორცხელის ძალადობის შეფასებისას, კერძოდ, იგი ამართლებდა თავდასხმას, ცდილობდა, ძალადობის მსხვერპლი წარმოეჩინა დამნაშავეებად და ხელს აფარებდა თავდამსხმელებს. გარდა ამისა, თითქმის ყველა თავდამსხმელი დაკავშირებულია იმ სპორტ-კლუბთან რომელსაც უშუალოდ მართავს ბ-ნი კალაძის ცოლის ძმა.

დღეს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საზოგადოებას წარუდგენს დოკუმენტაციას, რომელიც აღნიშნულ კავშირს უტყუარად ადასტურებს:

რუსული სააქციო საზოგადოება ალფა ბანკის მხრიდან 31 მაისს გაცემული ოფიციალური წერილებისN0978-NRB/017 და N0979-NRB/017 - თანახმად, რომელსაც ხელს აწერს ბანკის მთავარი ფინანსური ოფიცერი, მარია შევჩენკო, ირკვევა, რომ კრიმინალურმა ავტორიტეტმა დავით ქარსელაძემ, იგივე “კალატოზამ” ალფა ბანკში გახსნა ორი ანგარიში კორცხელში „გამოჩენილი“ ორი მოძალადის ვლადიმერ გეგეშიძისა და გიორგი გიგაურის სახელზე.

ერთი დოკუმენტის მიხედვით, თავდასხმამდე 4 დღით ადრე, 2016 წლის 17 მაისს, 16 საათსა და 08 წუთზე, „კალა კაპიტალ ლიმიტედისგან” ვლადიმერ გეგეშიძის ანგარიშზე გადაირიცხა 15 000 (თხუთმეტი ათასი) აშშ დოლარი, ხოლო დავით ქარსელაძის, იგივე კალატოზასგან 17 საათსა და 54 წუთზე გადაირიცხა 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარი. 

მეორე დოკუმენტის თანახმად, იმავე დღეს, 16 საათსა და 37 წუთზე, “კალა კაპიტალ ლიმიტედისგან” გიორგი გიგაურის ანგარიშზე გადაირიცხა 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარი. საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ დავით ქარსელაძე არის ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი - ამჟამად რუსეთის მოქალაქე - რომელიც 2000-იან წლებში საქართველოდან რუსეთში გადაბარგდა. მისი ძმა, ასევე ყოფილი მოჭიდავე, ვასილ ქარსელაძე, კახი კალაძის უშუალო ლობირებით სულ ცოტა ხნის წინ იქნა არჩეული თბილისის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად და ასევე მონაწილეობს აღნიშნულ დანაშაულებრივ სქემაში.  წარმოდგენილი დოკუმენტები მიუთითებენ ვიცე პრემიერ კალაძის უშუალო კავშირზე კრიმინალურ სამყაროსთან და აგრეთვე მის სავარაუდო მონაწილეობაზე კორცხელში ორგანიზებული ძალადობის დაკვეთასთან, ანგარებითი მოტივით.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვაქვს მიუკერძოებელი და სრულფასოვანი გამოძიების იმედი, როგორც კანონმორჩილი მოქალაქეები, საჭიროდ ვთვლით, საზოგადოებას მივაწოდოთ ეს ინფორმაცია და კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ პროკურატურას - დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება, დაადგინოს წარმოდგენილი დოკუმენტების ავთენტურობა და კახა კალაძის შესაძლო მონაწილეობა ზემოაღნიშნულ დანაშაულში",- წერია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
ვალუტა ამინდი
USD2.9568
EUR3.2566
GBP3.801
RUB4.5941
თბილისი 3°-14°
ქუთაისი 11°-23°
ბათუმი 12°-22°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia