www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
14:45 14.06.2016
ომარ ქაფიაშვილის დედა - მაგდა პაპიძე შენ ხარ მკვლელი,საკუთარი შვილი საკუთარი ხელით გაგუდე
მაგდა პაპიძე შენ მკვლელი ხარ, - ასე მიმართა ომარ ქაფიაშვილის დედამ მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს დღევანდელ სასამართლო სხდომაზე. 

სასამართლო სხდომაზე პოზიციის დაფიქსირებისას მასსა და მაგდა პაპიძეს შორის შელაპარაკება მოხდა. დარეჯან მინდიკაურმა მოითხოვა მაგდა პაპიძეს სამუდამო პატიმრობა შეეფარდოს, რადგან მან „საკუთარი შვილი საკუთარი ხელებით გაგუდა“. ამის საპასუხოდ მაგდა პაპიძემ დედამთილს ჰკითხა - როდის და სად დაინახა, რომ შვილს გუდავდა, რასაც დარეჯან მინდიკაურის რეპლიკა მოჰყვა და პაპიძე „მკვლელია“. 

„მაგდა პაპიძე შენ ხარ მკვლელი. მოვითხოვ სასამართლოსგან, რომ მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ. მაინტერესებს, მაგდა, 6 თვის განმავლობაში ერთხელ მაინც თუ გაგახსენდა თოკო, ერთხელ მაინც თუ დაგსიზმრებია? შენ საკუთარი შვილი საკუთარი ხელებით გაგუდე“, - მიმართა მაგდა პაპიძეს დარეჯან მინდიკაურმა. 

მაგდა პაპიძის საქმის განხილვა ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით მიმდინარეობს.

მანამდე კი დაკითხვისას დარეჯან მინდიკაურმა მაგდა პაპიძის შეწყვეტილ ორსულობასე ისაუბრა. როგორც ომარ ქაფიაშვილის დედამ აღნიშნა, მის შვილს მეორე შვილი უნდოდა, თუმცა მაგდა პაპიძე არწმუნებდა, რომ მისთვის ორსულობა არ შეიძლებოდა. 

ომარ ქაფიაშვილის დედამ ასევე იმ რვეულის პოვნაზეც ისაუბრა, სადაც გამოძიების ინფორმაციით, მაგდა პაპიძემ დანაშაულის სისრულეში მოყვანისთვის საჭირო ნივთების ჩამონათვალი გააკეთა. "მაგდას და ომარის ნივთების გადალაგებისას, როცა წიგნები გამომქონდა, გადმოვარდა რვეული, დავიწყე მისი დათვალიერება, ვფიქრობდი, იქნებ რამე ვალების ჩანაწერი მეპოვა. ვათვალიერებდი რვეულს და აღმოვაჩინე ჩანაწერი უროზე, პარკებზე და ა.შ. ეს რვეული გადავეცი გამოძიებას", - განაცხადა დარეჯან მინდიკაურმა. 

ომარ ქაფიაშვილის დედის ინფორმაციით, 2015 წლის 20 დეკემბერს მასთან სახლში მივიდა მაგდა პაპიძის და ლანა პაპიძე. "გამომძიებელთან ვიყავი და როცა სახლში ჩავედი ლანა დამხვდა. დამინახა თუ არა დაიწყო ყვირილი - ეს თუ ისაა რასაც ვფიქრობ, მაგდას არაფერს ვაღირსებ, ეგ მეც არ დამინდობდაო", - აღნიშნა მინდიკაურმა

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.9701
EUR3.3158
GBP3.8561
RUB4.6607
თბილისი 8°-19°
ქუთაისი 10°-24°
ბათუმი 16°-21°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia