www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
09:51 08.06.2016
"ვარშავის სამიტზე ალიანსი კიდევ ერთხელ დაადასტურებს იმ გზავნილს, რაც საქართველოს წევრობაზე 2008 წელს გაჟღერდა" - ვიქტორია ნულანდი

რუსეთის აგრესია რეგიონში, ასევე საზღვრის და ხელშეკრულებების დარღვევა. ეს იყო ძირითადი განსახილველი თემები ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც მომხსენებლად სახელმწიფო მდივნის მოადგილე იყო მიწვეული.

ვიქტორია ნულანდს სენატორებმა საქართველოზე არა ერთი შეკითხვა დაუსვეს. კანონმდებლები დაინტერესდნენ საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივით და რა მოლოდინი აქვს ამერიკის ადმინისტრაციას ვარშავის სამიტზე. ისაუბრეს ამერიკა-საქართველოს თანამშრომლობაზეც, უსაფრთხოების სფეროში.

ვიქტორია ნულანდის განცხადებით, შეერთებული შტატები ამ თანამშრომლობაში განსაკუთრებულ ყურადღებას საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას დაუთმობს.

"ვარშავის სამიტზე ალიანსი კიდევ ერთხელ დაადასტურებს იმ გზავნილს, რაც საქართველოს წევრობაზე 2008 წელს გაჟღერდა. ვცდილობთ ხელახლა მოვახდინოთ ორიენტირება შეერთებული შტატებისა და საქართველოს, ასევე ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე უსაფრთხოების კუთხით. ეს გულისხმობს არა მხოლოდ იმას, რომ ქართული ჯარები მოვამზადოთ ავღანეთისთვის ან კოსოვოსთვის, არამედ უფრო მეტად ვიყოთ ორიენტირებული შიდა უსაფრთხოების საჭიროებებსა და ეროვნულ თავდაცვაზე.

"რუსეთის ზეწოლის წინააღმდეგ საუკეთესო საშუალებაა წარმატებული და დემოკრატიული საქართველო. ამიტომ ვმუშაობთ მათთან სასამართლოს რეფორმაზე, სამართლის უზენაესობაზე, ძლიერი ინსტიტუტების ჩამოყალიბებაზე, ასევე ბაზრებზე წვდომის კუთხით. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობაშიც, რაც გულისხმობს სავაჭრო სარგებლის ნახვას, მაგალითად აფხაზებისთვის. ერთ დღესაც ამ ტერიტორიებმა შესაძლოა მიიღონ უფრო მეტი სარგებელი თბილისისგან, ვიდრე ნებისმიერი მეზობელი სთავაზობს მათ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ საქართველოს მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერები," - აღნიშნა ვიქტორია ნულანდმა. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ივნისი 2020
ივნისი 2020
ივნისი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345
ვალუტა ამინდი
USD2.9841
EUR3.3422
GBP3.7394
RUB4.313
თბილისი 14°-27°
ქუთაისი 14°-27°
ბათუმი 16°-22°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia