www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:11 25.05.2016
ერთი კაცი მოკვდა, კი, ქართველია, ძალიან საწყენია, მაგრამ ამ დონეზე აყვანა, პოლიტიზება არ მგონია დღეს საჭირო იყოს
ერთი კაცი მოკვდა, კი, ქართველია, ძალიან საწყენია, მაგრამ ამ დონეზე ატანა, აყვანა არ მგონია დღეს საჭირო იყოს, - ამის შესახებ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან მომხდარ მკვლელობაზე საუბრისას ”მრეწველების” ლიდერმა გოგი თოფაძემ PALITRANEWS-ის გადაცემაში ”360 გრადუსი” სტუმრობისას განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული საკითხის პოლიტიზირება არ შეიძლება.

”ეს მოხდება ხოლმე, შეიძლება შეტაკება თუ მოხდა. მანდ რაღაც მგონი კომერციული ინტერესები იყო, ასე უბრალოდ არ ყოფილა. რა მნიშვნელობა აქვს. ნახეთ რა მდგომარეობაა მეზობლებთან, აზერბაიჯანი, სომხეთი...ჩვენ გვაქვს ჩვენი პრეტენზიები. ეს ერთეული შემთხვევები არ უნდა ჩავთვალოთ რომ სისტემატურია. რამდენი ხანია, იქ არაფერი მომხდარა? მე მიმაჩნია, ასეთი ლანძღვა-გინება რუსეთის, რასაც ძალიან ბევრი პოლიტიკოსი და პარტია აკეთებს, გამიზნულად აღიზიანებენ, არ არის სწორი. ჩვენ უნდა ვეძებოთ რაღაც კომპრომისი. თუ ჩვენ რამე შერბილება, ან თუნდაც ტერიტორიების დაბრუნებაზე შეიძლება ვიოცნებოთ, არა ომით, არა გაღიზიანებით, მაგრამ ესეც დასავლეთიდან ნაკარნახევია, რომ რაც შეიძლება დაიძაბოს ჩვენი ურთიერთობა. გავიხსენოთ სხვა შემთხვევები, როცა ქართველებმა ოსი დაჩაგრეს, გადავიდნენ იქით. ხდება ხოლმე, იქ საძოვარია... 

ეს ერთი შემთხვევა არ უნდა იყოს პოლიტიზირებული. ყველგან ხდება ასეთი რამე. ასეთი რაღაცეები მოხდება, დაძაბული სიტუაციაა, ჩვენ გვაქვს პრეტენზიები, რომ აფხაზეთი ჩვენია, იქიდან სხვა რაღაცა მოდის. ურთერთობის გამწვავებასაც ხელს უწყობენ მთელი რიგი მრჩევლები და უცხოელები. არ უნდა მოხდეს ასე. ჩემი აზრია და ჩემი თანაგუნდელების, ვეძებოთ რუსეთთან არა რუსოფილობა, არამედ რაღაც მოგვარება. ჩვენი წინაპრები გავიხსენოთ, რაღაცას ეფერებოდნენ, ყოველ შემთხვევაში დალაგებული იყო. მეორე თემაა-მართლმადიდებელი ქვეყანაა რუსეთი. ჩვენ ნახეთ რა წრეში ვართ? ალბათ ესეც უნდა გავითვალისწინოთ. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ არ უნდა გვიკარნახონ ევროპელებმა. ამის პოლიტიზირება არ შეიძლება. მოხდა ფაქტი ძალიან სამწუხაროა, იმ ოჯახს ალბათ პატივი უნდა ვცეთ, რაღაც გავაკეთოთ, ერთი კაცი მოკვდა, კი, ქართველია, ძალიან საწყენია, მაგრამ ამ დონეზე ატანა, აყვანა არ მგონია დღეს საჭირო იყოს”, - აღნიშნა გოგი თოფაძემ.

მისივე თქმით, ახლოს რომ იყოს ნამდვილად მიუსამძიმრებდა მის ოჯახს, ”მაგრამ ასეთი ექსცესები სულ ხდებოდა”.

საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ 19 მაისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.

გიგა ოთხოზორიას 26 მაისს დაკრძალავენ.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ივნისი 2020
ივნისი 2020
ივნისი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345
ვალუტა ამინდი
USD3.0772
EUR3.4366
GBP3.8671
RUB4.4862
თბილისი 14°-28°
ქუთაისი 14°-23°
ბათუმი 16°-21°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia