www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
17:06 18.05.2016
სს „სილქნეტის“ განცხადება

სს „სილქნეტი“ კატეგორიულად არ ეთანხმება საქართველოს მთავარი პროკურატურის ვებგვერდზე ე.წ. „კაბელების საქმის“ თაობაზე გამოქვეყნებულ განცხადებაში , სს „სილქნეტთან“ მიმართებაში დასახელებულ ფაქტებს.

დასანანია, რომ პროკურატურის განცხადება  თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვაში სს „სილქნეტის“ მონაწილეობასთან დაკავშირებით, შეიცავს ისეთ ინფორმაციას, რაც,  ჩვენი აზრით, მნიშვნელოვნად აზიანებს, როგორც სს „სილქნეტის“ იმიჯსა და საქმიან რეპუტაციას, ასევე ვნებს ბიზნესს საზოგადოდ ქვეყანაში.

პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სს „სილქნეტმა“ 2 თვით ადრე იცოდა სახელმწიფო შესყიდვის დეტალები, ხოლო სხვა კომოპანიებს მხოლოდ 9 დღე ჰქონდათ საკუთარი წინადადებების მოსამზადებლად. პროკურატურის განცხადების ეს ნაწილი წინააღმდეგობაშია თავად პროკურატურის დასკვნით სიტყვაში მოყვანილ გარემოებებთან, საიდანაც ირკვევა, რომ თბილისი-კოჯორი-ახალციხე-ბათუმის მიმართულებით „ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების მიყვანის, ქსელური აპარატურის შეძენისა და მონტაჟის მოთხოვნა“ გაჩნდა მხოლოდ 2013 წლის 30 ივლისს. ბუნებრივია, აღნიშნული საჭიროების თაობაზე, მით უფრო, მის დეტალებზე, სს „სილქნეტს“ ორი თვით ადრე ვერ ეცოდინებოდა; სს „სილქნეტმა“, სხვა შესყიდვაში მონაწილე კომპანიების მსგავსად, შესყიდვის დეტალები 2013 წლის 27 აგვისტოს შეიტყო.

პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სს „სილქნეტის“ წინადადება არ შეესაბამებოდა სამინისტროს მოთხოვნებს, რასაც სს „სილქნეტი“ ვერ დაეთანხმება, ვინაიდან:

-  სახელმწიფო შესყიდვის საგანს წარმოადგენდა თბილისი-კოჯორი-ახალციხე-ბათუმის მიმართულებით „ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების მიყვანის, ქსელური აპარატურის შეძენის და მონტაჟის მომსახურება“ და არა მაგისტრალის მშენებლობა;

-   სს „სილქნეტი“ არ იყო სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილე  ერთადერთი პირი; სს „სილქნეტის“ გარდა, ფასები წარადგინეს შპს „დელტაკომმა“ (10,498,200 ლარი),  შპს „ოპტიკ-ლაინმა“ (9,257,750 ლარი) და შპს „სპეცკავშირმა“ (12,886,226 ლარი). სს „სილქნეტმა“ წარადგინა 1 ძირითადი (მაგისტრალური არხის მშენებლობით) და 3 ალტერნატიული წინადადება. სს „სილქნეტის“ მიერ წარდგენილი შეთავაზებები სრულად შეესაბამებოდა სამინისტროს მოთხოვნებს, თუმცა ტექნიკური გადაწყვეტის სხვადასხვა ალტერნატივებს გულისხმობდა; ყველა ამ წინადადების ფასი გაცილებით ნაკლები იყო (5,800,000 – 6,800,000 ლარი, დღგ-ს გარეშე), ვიდრე სხვა მონაწილეების მიერ წარდგენილი ფასები. 

სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს შპს „დელტაკომს“ შეეძლო თავდაცვის სამინისტროსათვის იგივე მომსახურების უფასოდ შეთავაზება. თბილისი - კოჯორი - ახალციხე - ბათუმის მიმართულებით შპს „დელტაკომს“  სრულყოფილი საკაბელო ინფრასტრუქტურა არ გააჩნდა, რაც გამორიცხავდა მის მიერ ოპტიკურ-ბოჭკოვანი წვერების სამინისტროსათვის მიწოდების შესაძლებლობას.

დასანანია, რომ საქართველის მთავარი პროკურატურის განცხადებაში არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ სს „სილქნეტმა“ გარდა ზემოაღნიშნული მომსახურებებისა, სამინისტროს სიმბოლურ  ფასად (თვეში - 1000 ლარი) შესთავაზა 21 წლის მანძილზე  ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მომსახურება, მაშინ, როცა აღნიშნული მომსახურების საბაზრო ფასი თვეში დაახლოებით 20000 ლარია.. მეტიც, სს „სილქნეტმა“, გარდა იმისა რომ ყველაზე დაბალი ფასი შეთავაზა თავდაცვის სამინისტროს, ასევე იკისრა ვალდებულება დამატებით რიგი სხვა მიმართულებებით სამინისტროს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცა ოპტიკურ-ბოჭკოვანი წვერები, რაზეც სს „სილქნეტი“ დეტალურად ვერ ისაუბრებს, დოკუმენტაციაზე საიდუმლო გრიფის არსებობის გამო.

„სილქნეტის“ ყველა თანამშრომელი უკიდურესად შეურაცხყოფილია კომპანიის მიმართ არამართებული განცხადებებით და მოვლენების ამგვარი განვითარებით. სილქნეტი ემიჯნება ყოველგვარ პოლიტიკურ პროცესებსა თუ დებატებს. გვინდა, ჩვენი ადამიანური თანაგრძნობა გამოვხატოთ დაკავებულების და მათი ოჯახის წევრების მიმართ.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
ვალუტა ამინდი
USD2.9232
EUR3.2395
GBP3.5561
RUB4.4227
თბილისი 19°-32°
ქუთაისი 21°-26°
ბათუმი 22°-24°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia