www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
18:04 16.05.2016
"მაგთიკომის" განცხადება
გვსურს, გამოვეხმაუროთ გაზეთ  „ბანკები და ფინანსების“ მიერ  მიზანმიმართულად გავრცელებულ, შეცდომაში შემყვან სტატიას, რომელიც აიტაცა და ფართოდ გაავრცელა პალიტრა მედიამ.

მოგეხსენებათ, რომ მაგთიკომმა 2016 წლის აპრილის ბოლოს თავის მობილურ ბრენდებზე  სატარიფო გეგმების ოპტიმიზაცია მოახდინა.საგულისხმოა, რომ „ბანკები და ფინანსები“ აპელირებს მხოლოდ სტანდარტული ტარიფის ზრდაზე და შეცდომაში შეჰყვას მომხმარებელი, როდესაც აცხადებს, რომ მაგთიკომის ყველა მომხმარებელი ამიერიდან 24 თეთრიანი ტარიფით  სარგებლობს. ეს ასე არ არის. 24 თეთრიანი ტარიფი კომუნიკაციების კომისიის მიერ დაწესებული ზედა ზღვრული ტარიფია.   სტანდარტული ტარიფის გარდა, ჩვენს მომხმარებლებს აქვს არჩევანი, მათ შორის  0 თეთრიანი საუბრის შესაძლებლობა ტარიფი „ზერო +“ ის ფარგლებში. 

სტანდარტული ტარიფით მაგთიკომის მომხმარებლების უდიდესი ნაწილი არ სარგებლობს და, შესაბამისად, ეს მათ არც შეხებია.  მომხმარებლების დიდი უმრავლესობა ძველებურად აგრძელებს არჩეული, ალტერნატიული ტარიფებით სარგებლობას.რაც შეეხება ზარის წამოწყების ღირებულების შეცვლას 10 თეთრამდე, ეს სხვა მობილურმა ოპერატორებმა დეკემბერ-იანვარში განახორციელეს, გაცილებით ადრე, ვიდრე მაგთიკომმა.

P.S.

მაგთიკომის წინააღმდეგ, გაზეთის მხრიდან ინიცირებული კამპანია სხვა არაფერია, თუ არა ზეწოლა, მაგთიკომის დისკრედიტაცია და მომხმარებლების შეცდომაში შეყვანა, რასაც რეალურად საფუძვლად უდევს მაგთიკომის მხრიდან აღნიშნულ გაზეთში რეკლამის განთავსებაზე უარი. 

რაც შეეხება პალიტრა მედიას, მას მერე, რაც მაგთიკომმა უარი განუცხადა პალიტრა ტვ-ის მისი სიგნალის  თანამგზავრამდე უფასოდ ატვირთვაზე, პალიტრამ მაგთიკომის დისკრედიტაცია მთავარ მიზნად გაიხადა. 

გეოსტაციონარულ ორბიტაზე მყოფი მაგთიკომის თანამგზავრი დედამიწას 36 ათასი (დიახ, 36 000) კილომეტრითაა დაშორებული. მისი განთავსება, შენახვა და მომსახურება სერიოზულ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

 გაუგებარია, რატომ უნდა თქვას უარი მაგთიკომმა სიგნალის ატვირთვის საფასურის მიღებაზე მაშინ, როდესაც თითქმის იმავე თანხას მოითხოვს პალიტრა მედია თავის ინტერნეტ გვერდებზე სარეკლამო ბანერის განთავსებაში, ხოლო გაზეთში განთავსებულ რეკლამის ფასს კვადრატული სანტიმეტრობით ითვლის.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
ვალუტა ამინდი
USD2.9723
EUR3.2779
GBP3.8265
RUB4.6531
თბილისი 2°-7°
ქუთაისი 7°-17°
ბათუმი 11°-19°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia