www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
17:53 16.05.2016
უსამართლო, უკანონო და დაუსაბუთებელი - საია ე.წ. კაბელების საქმეზე გამოტანილ განაჩენს აფასებს

ე.წ. კაბელების საქმეზე დღეს დილით მოსამართლის მიერ გამოტანილ განაჩენს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება. ორგანიზაციაში თვლიან, რომ გადაწყვეტილება უსამართლო, უკანონო და დაუსაბუთებელია. 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში განმარტავენ, რომ დაკავებული პირები უდანაშაულოები არიან. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საქმეში პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება დანაშაულის მოტივის არსებობა. 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იმედოვნებს, რომ შემდეგი ინსტანციის სასამართლო გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს. 

განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: 

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება  თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლის ბესიკ ბუგიანიშვილის მიერ  თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების, ე.წ. “კაბელების” საქმეზე გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს და მიიჩნევს, რომ განაჩენი არის უსამართლო, უკანონო და დაუსაბუთებელი. 

საიას მიაჩნდა და მიაჩნდა, რომ ამ საქმეზე დაკავებული პირები  არიან უდანაშაულოები. ბრალდების დაუსაბუთებლობას ადასტურებს საქმის არსებითი განხილვის დროს  ბრალდებულების და არაერთი მოწმისა და ექსპერტის მიერ  მიცემული  ჩვენება, ასევე წერილობითი მტკიცებულება.

უმნიშვნელოვანესია იმის აღნიშვნა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება დანაშაულის შემადგენელი უმნიშვნელოვანესი ელემენტის - მოტივის - არსებობა. კერძოდ, არსებული მტკიცებულებებით არ დადასტურდა ბრალდებულ პირთა მხრიდან  ანგარებითი მიზნის არსებობა, რის გარეშეც არ არსებობს  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,დ“  და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მათ მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, დიდი ოდენობით,  სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა) შემადგენლობა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბრალდების მხარის მიერ გაფლანგულად შერაცხული   თანხა  არასოდეს ყოფილა ბრალდებულ პირთა  მართლზომიერ  მფლობელობაში ან გამგებლობაში. ამასთან, საფუძველს არის მოკლებული  ბრალდების პოზიცია იმის შესახებ, რომ არსებობდა წინასწარ შეთანხმებული ჯგუფი ბრალდებულთა და თავდაცვის სამინისტროს  სხვა ხელმძღვანელ პირთა მონაწილეობით, რომლებმაც თითქოს გადაწყვიტეს  სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგვა. მნიშვნელოვანია, რომ ბრალდების მხარემ საერთოდ ვერ დაასაბუთა, რომ სამინისტროს  თანამშრომელთა  მხრიდან არსებობდა განზრხვა რომ ვინმეს სასიკეთოდ გაეფლანგათ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხა.

ზემოაღნიშნული გარემოებების საწინააღმდეგოდ, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა  უტყუარი, ურთერთშეთანხმებული და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საქართველოს კანონმდებლობით წარმოადგენს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელ წინაპირობას. ნიშანდობლივია ისიც, რომ მოსამართლეს განაჩენის გამოსატანად მხოლოდ ორი არასამუშაო დღე დასჭირდა საქმეზე, მაშინ როცა პროცესი 18 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, დაიკითხა ათეულობით მოწმე, გამოკვლეულ იქნა ათეულობით წერილობითი მტკიცებულება, ამასთან აღნიშნული საქმე პრობლემური იყო სამართლებრივი თვალსაზრისითაც, რადგან ბრალდების ნაწილში არ იყო დასაბუთებული ბრალის სუბიექტი, სუბიექტური მხარე და მოტივი.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები ამყარებს საზოგადოებაში აქამდე არაერთხელ გამოთქმულ ეჭვს იმის თაობაზე, რომ აღნიშნულ საქმეში არ არსებობს სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები, არამედ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, როგორც ერთ-ერთი მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, აღნიშნულ განაჩენს სამართლებრივი პროცედურების დაცვით ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს. საია იმედოვნებს რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს ეყოფა გამბედაობა და საქმის განხილვისას იმსჯელებს მხოლოდ სამართლებრივად და გამოიტანს ერთადერთ სამართლიან განაჩენს და უდანაშაულო პირებს გაამართლებს."

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
ვალუტა ამინდი
USD2.9232
EUR3.2395
GBP3.5561
RUB4.4227
თბილისი 19°-32°
ქუთაისი 21°-26°
ბათუმი 22°-24°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia