www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
23:41 15.05.2016
ვინ შეცვლის „რესპუბლიკელ" მინისტრებს?
პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მას შერჩეული ჰყავს რამდენიმე კანდიდატურა, რომლებსაც ”რესპუბლიკელი” მინისტრების შემცვლელებად განიხილავს, როდესაც ისინი თანამდებობას დატოვებენ. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში განაცხადა. 

როგორც პრემიერი განმარტავს, მისთვის უცნობია, თუ როდის დატოვებენ ”რესპუბლიკელი” მინისტრები თანამდებობებს.

”რომ ვთქვა ახლა, რომ შერჩეული არ მყავს მათი შემცვლელები, არასერიოზული იქნება, იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი, მოსალოდნელია მათი წასვლა. თუმცა მათ ამაზე არ უსაუბრიათ - წავლენ თუ არა არჩევნებამდე. მაგრამ ჩემი მოვალეობაა, რომ ვიფიქრო და რა თქმა უნდა, მყავს გარკვეული კანდიდატურების ჩამონათვალი, რომლებსაც ამ სამ თანამდებობაზე განვიხილავ”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, წინასაარჩევნოდ, კაბინეტში ცვლილებები გამორიცხული არ არის. 

”ვინც თქვენ ჩამოთვალეთ, კალაძე, ხადური და ბაქრაძე - ნაადრევია მათზეც საუბარი, იქნებიან თუ არა სიაში. არ არის აუცილებელი, რომ მინისტრები იყვნენ სიაში. მაგრამ წინასაარჩევნოდ, კაბინეტში ცვლილებები გამორიცხული არაა. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური სარეფორმო გეგმა, აქედან გამომდინარე, შესაძლოა გარკვეული ცვლილება იყოს. როდის მოხდება, ამაზე პროგნოზებს და მკითხაობას არ დავიწყებ. ცვლილებები ნამდვილად იქნება და არა მხოლოდ სიაში გადასვლის გამო, არამედ ისეც”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მინისტრებთან დაკავშირებით აქვს საკუთარი მოსაზრებები და არიან მინისტრები, რომლებთან დაკავშირებითაც არ გააჩნია პრეტენზიები, თუმცა არიან მინისტრები, რომლებთანაც მუშაობის საჭიროებას ხედავს. კვირიკაშვილის თქმით, მის მიერ წარდგენილი მინისტრები, საუბარია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილზე და საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეზე, დაკისრებულ მოვალეობებს თავს ძალიან კარგად ართმევენ. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
ვალუტა ამინდი
USD2.9736
EUR3.2888
GBP3.8544
RUB4.6555
თბილისი 1°-13°
ქუთაისი 6°-18°
ბათუმი 11°-18°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia