www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
16:23 10.05.2016
სექსუალური შევიწროვება, მათ შორის დასაქმების ადგილზე, შესაძლოა ადმინისტრაციული წესით დასჯადი ქმედება გახდეს
სექსუალური შევიწროვება, მათ შორის დასაქმების ადგილზე - შრომითი ურთიერთობების დროს, შესაძლოა ადმინისტრაციული წესით დასჯადი ქმედება გახდეს. ამასთან დაკავშირებით “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ ორი ახალი მუხლი ემატება. 

კანონპროექტი “რესპუბლიკელმა“ დეპუტატებმა თამარ კორძაიამ და თამარ ხიდაშელმა მოამზადეს და ის პარლამენტში უკვე ინიცირებულია. 

პროექტის მიხედვით, შრომითი ურთიერთობებისას სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი სიტყვიერი და ფიზიკური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას ან მისთვის დამამცირებელი, მტრული ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, გამოიწვევას ჯარიმას 1000 ლარის ოდენობით.

პროექტით პასუხისმგებლობა მძიმდება იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარმღვევი სექსუალურ შევიწროვებას მასზე სამსახურებრივად დაქვემდებარებული პირის მიმართ ახორციელებს. ასეთ შემთხვევაში, აღნიშნული ქმედება - 2000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში 2500 ლარის ოდენობით დასჯადი იქნება. 

“ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსს“ ცალკე მუხლად ემატება “სექსუალური შევიწროვება“, რაც გულისხმობს, სექსუალური ხასიათის ნებისმიერ არასასურველ სიტყვიერ ან ფიზიკურ ქცევას, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას ან მისთვის დამამცირებელი, მტრული ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას. ეს გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ქმედების ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში გამეორება - პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
ვალუტა ამინდი
USD2.9709
EUR3.2632
GBP3.694
RUB4.6462
თბილისი 11°-23°
ქუთაისი 15°-27°
ბათუმი 18°-22°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia