www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
10:40 05.05.2016
„საქართველოს საკითხი საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში ერთ-ერთ პრიორიტეტულ ადგილს იკავებს"
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე მიღებული დადგენილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს საკითხი საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში ერთ-ერთ პრიორიტეტულ ადგილს იკავებს. ამის შესახებ კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

„ორი დღის წინ, ევროპის საბჭოში მიღებული იქნა ევროპის საბჭოს ქვეყნების მინისტრების მოადგილეების კომიტეტის დადგენილება, რომელიც ძალიან ნათლად მიუთითებს ადამიანის უფლებების დარღვევის თაობაზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე და პირდაპირ აკისრებს ვალდებულებას იმ ქვეყანას, რომელიც ახორციელებს ფაქტობრივ კონტროლს ამ ტერიტორიებზე ანუ რუსეთის ფედერაციას, რომ დაიცვას იქ ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის უფლებები, როგორც ქართულ ენაზე განათლების მიღების, ისე საკუთრების, ადმინისტრაციულ, გამყოფ ხაზზე გადაადგილების კუთხით და ა.შ.

 ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის კიდევ ერთხელ მოხდეს საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია. თვითონ დოკუმენტს ჰქვია „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს საკითხი საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში ერთ-ერთ პრიორიტეტულ ადგილს იკავებს. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო იქნა გაწეული, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე სხვა უწყებების მხრიდან“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

პრემიერმა ასევე გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს ელჩს ევროპის საბჭოში კონსტანტინე კორკელიას

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ივლისი 2020
ივლისი 2020
ივლისი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ვალუტა ამინდი
USD3.0465
EUR3.4221
GBP3.7947
RUB4.2811
თბილისი 19°-34°
ქუთაისი 20°-38°
ბათუმი 22°-29°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia