www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
12:20 03.05.2016
მელიას ინფორმაციით, რამდენიმე საათში, ბიძინა ივანიშვილი აპირებს 29 ჰექტარი სახელმწიფო ტერიტორიის კერძო საკუთრებაში დარეგისტრირებას.

ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 29 ჰექტარი მიწის გაყიდვის აუქციონთან დაკავშირებით დღეს სპეციალურ ღონისძიებას გეგმავს ნაციონალური მოძრაობა. ოპოზიციის გეგმებზე პარტიის ოფისში ნიკა მელიამ სპეციალური ბრიფინგი გამართა. 

„მიუხედავად საზოგადოების პროტესტისა, დღეს, თბილისის მერია 15 საათზე მაინც ჯიუტად მართავს აუქციონს, რომელზეც იგეგმება ბიძინა ივანიშვილისთვის დანაშაულებრივად, წინასწარი შეთანხმებით და უამრავი სხვადასხვა პროცედურული დარღვევებით, სუსტად იმ 29 ჰექტარის გადაცემა, რომელზეც რამდენიმე კვირის წინ მიმდინარეობდა თბილისისა და თბილისელებისათვის საგზაო-სამშენებლო სამუშაოები, სწორედ ეს 29 ჰექტარი ცალკე ლოტად გამოტანილი აუქციონზე,“ - აცხადებს ნიკა მელია.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილის განმარტებით, სამი ერთი კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ ყოფილმა პრემიერმა მალულად, თბილისის ბოტანიკური ბაღისგან მიიტაცა 4 ჰექტარი ტერიტორია, ისე, რომ დედაქალაქში მისი, ბოტანიკური ბაღის დირექტორის და მერიის მაღალჩინოსნების გარდა, საქმის კურსში არავინ იყო.

დღეს კი, მელიას ინფორმაციით, რამდენიმე საათში, ბიძინა ივანიშვილი აპირებს 29 ჰექტარი სახელმწიფო ტერიტორიის კერძო საკუთრებაში დარეგისტრირებას.

"მინდა მივმართო უკანასკნელად უკლებლივ ყველა ამ მავნებლობაში ჩართულ პასუხიმგებელ პირს, დაწყებული დედაქალაქის მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსით, გაგრძელებული ბატონებით - ივანიშვილით და ნარმანიათი, შეწყვიტეთ დანაშაულებრივი აუქციონი, თბილისელები არ დაუშვებენ, რომ ისტორიული უბნის მნიშვნელოვანი ტერიტორიის ნაწილი გახდეს ერთი კერძო მესაკუთრის საკუთრება, თბილისელები არ დაუშვებენ, რომ კულტურული და ისტორიული ტერიტორია გახდეს მილიარდერის კერძო ფაზენდა", - აღნიშნა ნიკა მელიამ

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ივლისი 2020
ივლისი 2020
ივლისი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ვალუტა ამინდი
USD3.0465
EUR3.4221
GBP3.7947
RUB4.2811
თბილისი 20°-36°
ქუთაისი 21°-40°
ბათუმი 22°-28°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia