www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
12:47 28.04.2016
ეს შენ გეხება” ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებული კანონპროექტის პარლამენტში შეტანას უახლოეს მომავალში გეგმავს
კამპანიაში „ეს შენ გეხება“ ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც უსაფრთხოების სისტემის რეფორმასა და ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებული საკითხის ახლებურად დარეგულირებას შეეხება, პარლამენტში სავარაუდოდ უახლოეს მომავალში შევა.

როგორც ჟურნალისტებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა „ჰოლიდეი ინში“ მიმდინარე მრგვალი მაგიდის დაწყებამდე განუცხადა, ახლა მსჯელობენ იმაზე, თუ ვინ იქნება კანონპროექტის ავტორი -  იქნება ეს წინადადება, რომელიც პარლამენტში შევა, თუ იქნება რომელიმე კონკრეტული ჯგუფი ან დეპუტატი, რომელიც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში აღნიშნულ ინიციატივას წარადგენს. 

„ეს შენ გეხებაში“ ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების განმარტებით, შეთავაზებული საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, იქმნება სამი ახალი სტრუქტურა და იცვლება დღეს არსებული სტრუქტურების ფუნქციები, უფლებამოსილებები და ანგარიშვალდებულების სფეროები. მათივე განმარტებით, საკანონმდებლო პაკეტი ახლებურად განსაზღვრავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფუნქციებს. პაკეტის მიხედვით, შეიქმნება სპეციალური სააგენტო, რომელიც იქნება თვალთვალის უფლებამოსილების მქონე ერთადერთი ორგანო. არასამთავრობოების მიერ შემუშავებული კანონპროექტის მიხედვით, ასევე გაძლიერდება საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმი უსაფრთხოების სამსახურებზე. 

კერძოდ, შეიქმნება საპარლამენტო ზედამხედველობის საზედამხედველო საბჭო, რომელსაც ექნება უფლება დააკვირდეს და აკონტროლოს თვალთვალის პროცესი და უსაფრთხოების სამსახურების საქმიანობა. აღნიშნული სამსახურები ანგარიშვალდებული იქნებიან საპარლამენტო საბჭოს და პარლამენტის წინაშე. კანონპროექტების თანახმად, მიყურადება განხორციელდება სასამართლოს კონტროლის პირობებში. ვადის და მიყურადების წესების დარღვევის შემთხვევაში, მიყურადების შეჩერება შეეძლება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს. კანონპროექტით გათვალისწინებული იქნება ფარული მიყურადების პროცესში სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დანაშაულის ჩადენის შემთხვევა. აღნიშნულ შემთხვევაში, გამოძიების და სისხლის სამართლებრივი დევნის უფლება ექნება დამოუკიდებელ საგამოძიებო ორგანოს. 

მრგვალ მაგიდაზე, რომელიც „ჰოლიდეი ინში“ მიმდინარეობს, მოწვეული არიან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის წევრები და არასამთავრობოები

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
სექტემბერი 2020
სექტემბერი 2020
სექტემბერი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234
ვალუტა ამინდი
USD3.214
EUR3.8057
GBP4.1711
RUB4.2817
თბილისი 14°-21°
ქუთაისი 16°-30°
ბათუმი 20°-24°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia