www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
22:57 17.04.2016
რაზე შეთანხმდნენ პრემიერი და სტუდენტები
სტუდენტების მოთხოვნების უდიდესი ნაწილი არის გულით ნაკარნახევი და ძალიან საჭირო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თსუ-ში, სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა, მე მათ ყურადღებით მოვუსმინე. დიდი ხნის განმავლობაში ვისაუბრეთ. შევთანხმდით, რომ სტუდენტური თვითმმართველობა იმ მახინჯი სახით, როგორითაც არსებობდა, არ უნდა არსებობდეს. კონკრეტულ ფორმებზე, რა სახით იქნება ეს, კიდევ ერთხელ შევთანხმდებით. შევთანხმდით, რომ შეიქმნება მათი მხრიდან სამუშაო ჯგუფი, რომელთან ერთადაც ვიმუშავებთ და მე პირადად ჩავერთვები განათლების კანონის შემუშავებაში”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შეხვედრა, რომელზეც საუბარი დაფინანსების პრინციპებს, განათლების სისტემის კრიტერიუმებსა და უნივერსიტეტში მმართველობითი ორგანოების სტრუქტურებს შეეხება, მომავალი კვირის მეორე ნახევარში დაიგეგმა.

"ყველა ასეთ მტკივნეულ საკითხზე ჩვენ აუცილებლად ერთად მოვილაპარაკებთ. ზოგი რაღაც შეიძლება მათ გაიგონონ ჩვენი,ზოგს ჩვენ მოვუსმენთ და გავიგონებთ. ეს არის სწორი“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის შეფასებით, სტუდენტური პროტესტი უცხო რამ არ არის, თუმცა, სამწუხაროა, რომ რამდენიმე კორპუსში სასწავლო პროცესი შეჩერებულია. გიორგი კვირიკაშვილმა სტუდენტებს პროტესტის შეწყვეტის თხოვნით მიმართა.

„მე მათ ვთხოვე, შეწყვიტონ პროტესტი და გარკვეული გარანტიებიც გავეცი ჩემი მხრიდან იმაზე, რაც უკვე მოგახსენეთ. ვნახოთ, თუ ისინი გაიზიარებენ ჩემს თხოვნას, ძალიან კარგი იქნება”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.9718
EUR3.3088
GBP3.8345
RUB4.6461
თბილისი 11°-20°
ქუთაისი 12°-25°
ბათუმი 17°-21°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia