www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
12:27 01.04.2016
ფარული ჩანაწერების საქმის გამოძიებაში დახმარების მიზნით FBI-მ საქართველოში წარმომადგენელი უკვე გამოგზავნა
მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის მამუკა ვასაძის ინფორმაციით, საქართველოში უკვე რამდენიმე დღეა იმყოფება და პროკურატურაში შექმნილ სპეციალურ საგამოძიებო ჯგუფს აქტიურ კონსულტაციას უწევს აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) წარმომადგენელი.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გაცნობოთ, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების პროცესში, საქმის მნიშვნელობიდან და სირთულიდან გამომდინარე, საქართველოს პროკურატურამ საწყის ეტაპზევე მიმართა აშშ-ს საელჩოს, რათა გამოძიების ფედერალურ ბიუროს ქართული მხარისთვის საგამოძიებო პროცესში დახმარება აღმოეჩინა. კერძოდ, ვინაიდან ხსენებული ვიდეოკადრები, როგორც ცნობილია აიტვირთა ინტერნეტ გვერდებზე - "FACEBOOK"-ზე და "YOUTUBE"-ზე, თანამშრომლობის ფარგლებში ამერიკელ კოლეგებს საექსპერტო და სამართლებრივ დახმარებასთან ერთად, უწყებამ მიმართა საგამოძიებო პროცესში გამოცდილების გაზიარების მიზნით მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტის გამოყოფის თხოვნით. 

ამერიკულმა მხარემ დახმარების აღმოჩენის სურვილი მიმართვისთანავე გამოთქვა. შესაბამისად, დახმარების აღმოჩენის მიზნით საქართველოში უკვე რამდენიმე დღეა იმყოფება და პროკურატურაში შექმნილ სპეციალურ საგამოძიებო ჯგუფს აქტიურ კონსულტაციას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) წარმომადგენელი. აღსანიშნავია, რომ მანამდეც გამოძიების საჭიროებებიდან გამომდინარე აშშ-ს კომპეტენტურ ორგანოებთან თანამშრომლობა ხორციელდებოდა აქტიურად, დისტანციურ რეჟიმში", - განაცხადა ვასაძემ. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
მაისი 2020
მაისი 2020
მაისი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ვალუტა ამინდი
USD3.1901
EUR3.5149
GBP3.9334
RUB4.4993
თბილისი 17°-29°
ქუთაისი 15°-31°
ბათუმი 15°-23°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia