www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
12:58 29.03.2016
ზოგიერთი ”რესპუბლიკელი” ცუდი ენით აკეთებს განცხადებას, რაც ურთიერთობებზე ცუდად მოქმედებს
როგორც  "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, "რესპუბლიკური პარტიის" ზოგიერთი წარმომადგენელი უცნაურ, მკაცრ განცხადებებს აკეთებს, ცუდი ენით, რაც ურთიერთობებზე ცუდად მოქმედებს.  მისი თქმით, კოალიციაში შემავალი ყველა სუბიექტი თავის პროგრამას და ხედვებს წარმოადგენს და თუკი ეს იქნება ისეთივე შეჯერებული, როგორც 2011 წელს, კოალიცია ერთად იქნება, ხოლო თუ არის გადაულახავი განსხვავებები, ცალ-ცალკე მოუწევთ არჩევნებზე გასვლა. 

"არც ერთ სუბიექტს, მათ შორის, არც ჩვენ – ყველაზე დიდ პარტიას, არ უნდა, რომ განცხადება გააკეთოს ისე, რომ არ ჰქონდეს შეთანხმებული გუნდის წევრებთან, კონფერენციაზე არ იყოს განხილული. ასეა "რესპუბლიკური პარტიაც". მათი მთავარი კომიტეტი შეიკრიბება და გადაწყვეტს, როგორ რეჟიმში აგრძელებენ ჩვენთან ურთიერთობას – უნდათ თუ არა ჩვენთან ერთად წინასაარჩევნო ბლოკში გამოსვლა. მაგრამ სანამ ეს სურვილი იქნება გამოხატული ნებისმიერ სუბიექტისგან, მთავარი პოზიციები უნდა გამოიკვეთოს – სად გვაქვს ერთიანობა და სად კომპრომისების მეშვეობით შესაძლოა დავუშვათ ერთიანობა. 

თუ ეს კომპრომისები არ არის შესაძლებელი, ვერ იქნება ერთიანი ბლოკი წინასაარჩევნოდ. რაც შეეხება კოალიციას, ვფიქრობ, ჩვენ სახელმწიფო ინტერესებს უნდა გავუფრთხილდეთ და ვიყოთ უმრავლესობაში. იქნება ეს უმრავლესობა კოალიციის ფორმატში შენარჩუნებული თუ არაკოალიციურად იქნება უმრავლესობის 88 ადამიანი, უახლოეს დღეებში გვეცოდინება", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აპრილი 2020
აპრილი 2020
აპრილი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
ვალუტა ამინდი
USD3.1576
EUR3.4134
GBP3.8782
RUB4.1072
თბილისი 4°-16°
ქუთაისი 8°-14°
ბათუმი 9°-11°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia