www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
10:25 29.03.2016
"არც ერთი "რესპუბლიკელი" მინისტრი. არც კოალიციიდან წასვლას არ ვგეგმავთ."
თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი გადადგომას არ აპირებს. შესაბამისი კომენტარი ხიდაშელმა მედიასთან საუბარში კოალიცია " ქართული ოცნებიდან" "რესპუბლიკური პარტიის" გასვლის შესაძლებლობის საკითხზე დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ გააკეთა. ხიდაშელის ინფორმაციით, დაკავებული თანამდებობების დატოვებას არ აპირებენ არც სხვა "რესპუბლიკელი" მინისტრები. 

"ნამდვილად არ ვაპირებ გადადგომას, არც მე და არც ერთი "რესპუბლიკელი" მინისტრი. არც კოალიციიდან წასვლას არ ვგეგმავთ. საერთოდ ცხოვრებაში არაფერია გამორიცხული, მაგრამ ჩვენ არ ვგეგმავთ არც კოალიციიდან წასვლას და არც არანაირი მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებების მიღებას. 

წინასაარჩევნო პერიოდი იწყება და პარტიები მსჯელობენ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში რა ფორმატით და კონფიგურაციით აპირებენ გასვლას. ვფიქრობ ეს სწორი პროცესია", - განაცხადა თინა ხიდაშელმა "რუსთავი 2"-თან საუბარში. 

თავდაცვის მინისტრმა ასევე დაადასტურა, რომ რეგულარულად აქვს ურთიერთობა ბიძინა ივანიშვილთან და "არანაირი პრობლემა ამ ურთიერთობას არა აქვს". რაც შეეხება განსახილველ საკითხებს, ხიდაშელის ინფორმაციით, საკითხები შეეხება ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თემებს. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
ვალუტა ამინდი
USD2.9225
EUR3.2434
GBP3.5421
RUB4.3709
თბილისი 19°-35°
ქუთაისი 19°-30°
ბათუმი 23°-26°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia