www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
17:57 23.03.2016
დედა იბრძვის ვაჟის სიცოცხლის გადასარჩენად!

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რას გრძნობს დედა, რომელსაც ერთი შვილი გარდაეცვალა და მეორე შვილის გადასარჩენად უკვე 15 წელია იბრძვის. ჯობია ასეთი რამ არ წარმოიდგინოთ. უბრალოდ წაიკითხეთ ვარდიაშვილების ოჯახის ტრაგიკული ისტორია.

2001 წლის 22 მაისი ამ ოჯახისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. 20 წლის გიორგი და მისი 17 წლის ძმა გელა საშინელ ავარიაში მოხვდნენ. მანქანას, რომელშიც ძმები ისხდნენ, დიდი სიჩქარით მომავალი მიკროავტობუსი დაეჯახა.

უმცროსი გელა ადგილზევე გარდაიცვალა, გიორგი კი უმძიმესი ტრავმებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. 6 თვე ის კომაში იყო. ექიმები გადარჩენის გარანტიას ვერ აძლევდნენ და დედას უარესისთვის ამზადებდნენ...

ქალბატონი ნანა – გიორგის დედა, ყველაფერს აკეთებდა, რომ შვილი ამ მდგომარეობიდან გამოეყვანა. მკურნალობის ხარჯები რომ დაეფარა, გაყიდა ყველაფერი რაც კი გააჩნდა. ყველა ნივთი, სახლი, მანქანა... ამჟამად ფონიჭალაში ცხოვრობენ ქირით.

დედამ შვილის სიცოცხლე უფალს მიანდო. გიორგიმ 6 თვეში ხელი აამოძრავა და თვალები გააღო. ნანა მიხვდა, რომ გადარჩენის იმედი არსებობდა. ყოველ დღე საათობით იჯდა გიორგისთან ესაუბრებოდა და წიგნებს უკითხავდა. ავარიამდე გიორგის ძალიან უყვარდა კითხვა და ყველაზე ფასეული რაც მას გააჩნდა ეს მისი ბიბლიოთეკა იყო. სამწუხაროდ ამ ბიბლიოთეკის გაყიდვაც მოუხდა ნანას, გიორგისთვის ორი დღის წამალი რომ ეყიდა...

ერთმანეთთან რომ ეკონტაქტათ, დედამ საუბრის ახალი მეთოდი მოიგონა. გიორგის ანბანის ასოებს ეუბნებოდა, ხოლო გიორგი საჭირო ასოზე თვალებს ხუჭავდა. ასე შეადგინა გიორგიმ პირველი სიტყვები „მადლობა, დედა“. გიორგი უზომოდ მადლობელი იყო დედის, რომ ის მის გვერდით იყო, რომ არ მიატოვა და ეხმარება სიცოცხლისთვის ბრძოლაში.

ცოტა ხანში გიორგიმ წამოჯდომა შეძლო და დედის დახმარებით ოთახშიც გადაადგილდებოდა. მერე ურეკშიც წავიდნენ რეაბილიტაციის კურსის ჩასატარებლად.

გიორგის ამ რეზულტატის შესანარჩუნებლად რეაბილიტაციის გაგრძელება სჭირდებოდა, მაგრამ ნანას აღარ დარჩა არაფერი რის გაყიდვასაც შეძლებდა. დედამ გადაწყვიტა, თირკმელი გაეყიდა, მაგრამ გადააფიქრებინეს. ასეთი მძიმე ოპერაციის შემდეგ, იგი ფიზიკურად ვეღარ შეძლებდა შვილის მოვლას. 

ნანა ვერ მუშაობს, რადგან შვილის დატოვება წუთითაც არ შეუძლია. ერთადერთი შემოსავალი, გიორგის პენსიაა, რომლითაც საჭირო წამლების შესაძენადაც არ არის საკმარისი.

თანხების უქონლობის გამო, გიორგის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. ნანამ არ იცის რა იღონოს, ვის მიმართოს, ვის სთხოვოს დახმარება...

ფონდი „სოციალური პარტნიორობა“  აქციას, გიორგის სამკურნალოდ თანხის შესაგროვებლად. მას სჭირდება ძვირადღირებული მედიკამენტები და სარეაბილიტაციო კურსი, რაც გიორგის გამოჯანმრთელების გარანტიას მისცემს.

წამით წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაში არიან დედა–შვილი და მიიღეთ გადაწყვეტილება, როგორც გული გიკარნახებთ. რადგან ეს სტატია თუ წაიკითხეთ, ე.ი. თქვენ გულისხმიერი ადამიანი ბრძანდებით და შეგიძლიათ, რომ სხვისი ტკივილი გულთან ახლოს მიიტანოთ. 

თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ გიორგის, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ საქველმოქმედო ფონდის „სოციალური პარტნიორობის“ ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: გიორგი ვარდიაშვილი) ან პირდაპირ ვებ–გვერდიდან  https://fsp.ge/ge/donate/123/

ვაჩუქოთ ამ ხალხს მომავლის იმედი!

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.9701
EUR3.3158
GBP3.8561
RUB4.6607
თბილისი 8°-19°
ქუთაისი 10°-24°
ბათუმი 16°-21°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia