www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
17:37 02.03.2016
წულუკიანი ბობოხიძეს - ხოხ, შეგირცხვა ცხვირ-პირი, კაკო!
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი "ნაციონალური მოძრაობის" წევრ აკაკი ბობოხიძეს პასუხობს. ბობოხიძის მიერ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას, რომ დიდ ჯიხაიშში, საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს ხელფასები არ მიუღიათ,  წულუკიანი სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში” ეხმაურება. 

"მშენებლობა დასრულდა" - გარედან რომ შეხედა ნაციონალის გამჭრიახე თვალმა, შენ დაგენაცვლა ამბის მომტანი, კაკო. ობიექტი კი არ დასრულებულა. რასაც მე ვეძახი დასრულებას, თვარა აბა თქვენ რასაც ეძახით დასრულებას კი ვიცი - დღესაც ვასწორებ შენი რჩეული, შენი ნაფერები და ქვეყნიდან თავქუდმოგლეჯით გაქცეული იუსტიციის მინისტრის ნაშენებ-ნაფერებ-ნარუდუნებ თბილისის იუსტიციის სახლის გაგრილება-კონდიცირება-სახურავ-სანიაღვრე-პარკინგებს.

ისე, ჩემებმა შანიძნებში იციან და მეც გამოვიყენებ ამ გამოთქმას - ნეტაი, იმის ტურა მქნა და გამაგებინა, შენი ნაფერები და კიევში გაქცეული რომ თბილისის იუსტიციის სახლს აშენებდა და მუშები სახურავიდან ცვიოდნენ (ხელფასს ვინ დაეძებდა), მაშინ რამე თქვი, კაკო? არა?! ხოხ, შეგირცხვა ცხვირ-პირი, კაკო!

ჰოდა, რაკი ობიექტი ჯერ არ ჩაბარებულა და შესაბამისად არ დასრულებულა, სერვისების განვითარების სააგენტო (ეს რომელია, იცი, აი, ვაშაძე რომ იყო უფროსი, ის) ვერ გადაუხდის სამშენებლო კომპანიას დარჩენილ თანხას. მიღება-ჩაბარება ხომ იცი, აი ის უნდა გაფორმდეს.

როდის გაფორმდება? როცა დავინახავ, რომ დასრულდა. მე რასაც დასრულებას ვეძახი, თვარა, შენი ჭირიმე, წვიმა რომ სახურავიდან მილში კი არ მიდის, კედელზე ჩამოდის და ჩამოწანწკარდება და შტეფსელიდან კომპიუტერს რომ გამორთავ და შტეფსელიც კედლიდან გამოდის და სახლში მოგყვება, ეს დასრულება არ არის, კაკო", - წერს იუსტიციის მინისტრი სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.

მისივე თქმით, თუმცა, ამ დარჩენილი თანხის მიუხედავადაც შეუძლია სამშენებლო კომპანიას, რომ თავის მუშებს ხელფასი ჩაურიცხოს. 

"296.825 ლარი მაქვს ჩარიცხული და როგორ ვერ მონახა საკუთარი მუშისთვის გადასახდელი ხელფასი? 10.025 ლარი დამრჩა ჩასარიცხი და იმას რომ გამოასწორებს, რაც ზევით წერია, მერე გადავუხდი, კაკო. მუშა როდის იყო ამგვარ კომპანიას აინტერესებდა, ძლივს ააშენა 9 თვეში 4 თვეში ასაშენებელი (ხო, ხო, არ დამიბარებია ციხეში ჩაგსვამ-მეთქი, საპროცესოს მოგანატრებ-მეთქი, გლდანში ცოცხით საკანს დირექტორის კაბინეტს დაგაგვევინებ-მეთქი, თვარა ეგებადა კი დაესრულებინა 4 თვეშიც). ასეა თუ ისეა, საკუთარ საქმეს მიხედე, კაკო. ჰო, და კიდევ, გახსნაზე გეპატიჟები. მინდა, ვნახო, დიდ ჯიხაიშში რა რეიტინგი გაქვს, კაკო. ბავშვმაც თუ იცის, ეს მაინტერესებს", - აღნიშნავს წულუკიანი.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აპრილი 2020
აპრილი 2020
აპრილი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
ვალუტა ამინდი
USD3.1794
EUR3.4576
GBP3.9227
RUB4.2035
თბილისი 0°-10°
ქუთაისი 5°-18°
ბათუმი 8°-12°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia