www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
12:39 16.02.2016
კიდევ ერთი მედია საშუალებასთან დაკავშირებული გამოძიების დეტალები

დღეს კიდევ ერთ მედია საშუალებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების დეტალები გახმაურდა. მთავარ პროკურატურაში ამ თემაზე სპეციალური განცხადება გააკეთეს. 

საქმე ეხება 2004 წელს ტელეკომპანია იბერიისთვის სამაუწყებლო ლიცენზიის ჩამორთმევის საკითხს. როგორც საგამოძიებო ორგანოში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, ყოფილ გენერალურ პროკურორს, ზურაბ ადეიშვილს და მის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ლაცაბიძეს წარედგინებათ ბრალი თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის.

პროკურატურაში დღეს დეტალურად განმარტეს სქემა, როგორ განხორციელდა ლიცენზიის ჩამორთმევის პროცესი, ასევე როგორ მიმდინარეობდა გარიგებები და რა მიზეზით შევიდნენ ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის კუთვნილ ომეგა ჯგუფის კომპანიებში მაშინ სამართალდამცველები. 

"2004 წლის იანვრის თვეში, საქართველოს ახლადარჩეული ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა გადაწყვიტეს ხელში ჩაეგდოთ ომეგა ჯგუფის კუთვნილი ტელეკომპანია იბერია ტვ-ს სამაუწყებლო ლიცენზია, რათა ტელევიზია  ხელისუფლების მიერ ყოფილიყო კონტროლირებადი. ამ მიზნით, შემუშავებულ იქნა დანაშაულებრივი გეგმა, რომლის განხორციელებაც საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა და მისმა მოადგილემ გიორგი ლაცაბიძემ ითავეს.

"ომეგა ჯგუფი-ს ყველა ოფისში, მათ შორის ტელეკომპანია იბერიაშიც განლაგდნენ სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები, დალუქეს კომპანიის ინვენტარი, პროდუქცია და მომუშავე პერსონალი შენობებიდან გამოყარეს, რამაც შედეგად გამოიწვია ტელეკომპანია იბერიის და გაზეთ ახალი ეპოქის საქმიანობის შეწყვეტა და წარმოების გაჩერება. 

"აღნიშნულის შემდგომ, 2004 წლის შემოდგომაზე, გიორგი ლაცაბიძემ გენერალურ პროკურატურაში დაიბარაომეგა ჯგუფის წარმომადგენელი ლევან აღდგომელაშვილი, რომელსაც ომეგა ჯგუფის კომპანიების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან შექმნილი პრობლემების მოგვარების და კომპანიის ტერიტორიიდან სპეციალური დანიშნულების რაზმის გაყვანის სანაცვლოდ  იბერია ტვ-ს სამაუწყებლო ლიცენზიის დათმობა კატეგორიულად მოსთხოვა,“ - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

როგორც საგამოძიებო ორგანოში განმარტავენ, საქმეში ასევე ფიგურირებს კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, დიმიტრი ქიტოშვილი, თუმცა, როგორც პროკურატურაში აცხადებენ, მის მიმართ რაიმე სახის დევნა არ ხორციელდება, რადგან ის გამოძიებასთან თანამშრომლობს. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
მარტი 2020
მარტი 2020
მარტი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2425262728291
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345
ვალუტა ამინდი
USD3.2845
EUR3.6363
GBP4.0725
RUB4.1226
თბილისი 6°-16°
ქუთაისი 6°-16°
ბათუმი 9°-15°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia