www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
14:39 08.02.2016
"მაესტროს“ დირექტორმა სკანდალური დოკუმენტები გაასაჯაროვა
droni.ge

გადაბაძემ ისაუბრა ირაკლი რუხაძის შემოთავაზებაზე. რუხაძე ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის ბიზნესპარტნიორია და როგორც გადაბაძე ამბობს, არაოფიციალურად მართავს ტელეკომპანია იმედს. მასთან კავშირს ადასტურებს მაესტროს საკონტროლო პაკეტის მფლობელი გია გაჩეჩილაძეც. გადაბაძემ ბრიფინგი მას შემდეგ გამართა, რაც წუხელ თბილისში კომპანიის 25 პროცენტის მფლობელი მაკა ასათიანი ჩამოვიდა.

ერთ-ერთ წერილი, რომელიც 2015 წლის 29 მაისით თარიღდება, ირაკლი რუხაძემ კოტე გოგელიას და მაკა ასათიანს გაუგზავნა. ამ დოკუმენტის მიხევდით რუხაძე სთავაზობს მაკა ასათიანს გარიგებას, რის სანაცვლოდაც ის 7.5 მილიონ დოლარს იხდიდა.

„მას აქვს ჩამოთვლილი პუნქტები, თუ რა აინტერესებს მაესტროში. გარიგების საგანია შემდეგი აქტივები - არა კომპანიის წილები, მაესტროზე, როგორც ბრენდზე უფლება, მაესტროს ლიცენზიები და სიხშირეები, შეძენილი ტელენაწარმის კონტენტი, საავტორო უფლებები მაესტროს მიერ ნაწარმოებ საკუთარ ტელეპროდუქციაზე.

„ამ დოკუმენტში ჩანს, რომ ირაკლი რუხაძის ინტერესი იყო ამ ტელეკომპანიაში შინაარსი, რაშიც იხდიდა ის ამ თანხას,“ - განმარტა ბაია გადაბაძემ.

კიდევ ერთი მიმოწერა, რომელსაც ბაია გადაბაძე ასაჯაროვებს 2016 წლის 15 იანვრით თარიღდება. ეს წერილი მაშინ ჯერ კიდევ პარტნიორებმა ლევან ჩიკვაიძემ და გიორგი ებრალიძემ გაუგზავნეს ყველა სხვა დანარჩენ პარტნიორს, მათ შორის, მამუკა ღლონტს, ეკა აკობიას, მაკა ასათიანს, სადაც აღნიშნულია, რომ გეგმავენ წილის გასხვისებას მესამე პირზე.

„რადგან უპირატესი შესყიდვის უფლება გაქვთ თქვენ, გთავაზობთ, რომ 2.5 მილონად იყიდეთ ჩვენი წილი და ეს ყველაფერი გადაგვიხადეთ სამ დღეშიო.

წესდების თანახმად, თუ მესამე პირი არ ყიდულობს წილს, არ არის საჭირო ასეთი შეთავაზება, აქედან დასტურდება, რომ ისინი ირაკლი რუხაძეზე ყიდდნენ მაშინ წილს და არა გია გაჩეჩილაძეზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს შეთავაზება საჭირო არ იყო. როდესაც ვითარება გართულდა და მიხვდნენ, რომ ირაკლი რუხაძის გამოჩენა არ იყო მათთვის სასარგებლო, ეს წილი იყიდა გია გაჩეჩილაჩემ,“ - აცხადებს ბაია გადაბაძე.

როგორც მაესტროს გენერალური დირექტორი ამბობს, ასეთი ჩარევების გამო გახდა იძულებული მიემართა სასამართლოსთვის გაკოტრებასთან დაკავშირებით.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აპრილი 2020
აპრილი 2020
აპრილი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
ვალუტა ამინდი
USD3.1576
EUR3.4134
GBP3.8782
RUB4.1072
თბილისი 4°-16°
ქუთაისი 8°-14°
ბათუმი 9°-11°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia