www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
13:41 28.10.2015
საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ ნადეჟდა რაზნაროვიჩის დასახმარებლად.

ნახევრად დანგრეული სახლი იტალიურ ეზოში, ფანჯრები შუშის გარეშე, ჩამონგრეული ჭერი, ანტისანიტარია. ორი საწოლი, ძველი ავეჯი და ახალგაზრდა გოგონას ფოტო სერვანტზე. ეს გოგონა -  ნადეჟდა რაზნაროვიჩია.

დაიბადა უკრაინაში, ბავშვობიდან მძიმე ცხოვრება ჰქონდა. მშობლები ხშირად ავადმყოფობდნენ , ვერ აქცევდნენ სათანადო ყურადღებას, ამიტომ ყველაფერი თავად ისწავლა. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, კოლმეურნეობაში რომ დაიწყო მუშაობა, ოჯახსაც ინახავდა და მშობლებზეც ზრუნავდა. ცხოვრებამ ასწავლა, ძლიერი ყოფილიყო და და მხოლოდ საკუთარი თავის იმედი ჰქონოდა. სრულფასოვანი ოჯახი არასოდეს ჰქონია, მაგრამ ყოველთვის ოცნებობდა, თავად ასეთი შეექმნა.

            სიყვარულის გამო საქართველოში ჩამოვიდა, მაგრამ დიდი ოჯახის შექმნის ოცნებას ასრულება არ ეწერა. ნადეჟდას ბავშვები არ გაუჩნდა. როდესაც მეუღლე გარდაეცვალა, იგი დარჩა მარტო, უცხო ქალაქში,  ნათესავების და ახლობლების გარეშე.

            გადატანილი ინსულტის შემდეგ, ქალბატონი ნადეჟდა საწოლსაა მიჯაჭვული. ოთახში სადაც ის წევს ნესტია, კედლები დაობდა,  ხოლო იატაკიდან ოთახში შედიან ვირთხები.

ერთადერთი ორგანიზაცია, რომელმაც მარტოობაში არ დატოვა ქალბატონი ნადეჟდა,  საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობაა“. ფონდის მაღალკვალიფიციური ექთნები და ასისტენტები ყოველდღიურად უტარებენ მას ყველა საჭირო პროცედურას, რომელსაც საჭიროებს მწოლიარე ავადმყოფი: უმუშავებენ ნაწოლებს, ასუფთავებენ, ბანენ, უცვლიან თეთრეულს და წესრიგში მოჰყავთ ოთახი, ეხმარებიან ჭამაში და წამლების მიღებაში. „სოციალური პარტნიორობა“ 500 მარტოხელა, საწოლს მიჯაჭვული პაციენტისთვის, რეალურ სამყაროსთან ერთადერთი დამაკავშირებელი ხიდია.

            სიცივეების მოახლოებასთან ერთად ქალბატონი ნადეჟდას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა: ჩამტვრეული შუშებიდან უბერავს ქარი, ჭერიდან ჩამოდის წვიმის წყალი, შესასვლელი კარი კარგად არ იკეტება. ოთახში გაუსაძლისად ცივა. გამათბობლის ჩართვა შეუძლებელია, რადგან მცირე პენსია საჭმლისთვის ძლივს ჰყოფნის. თუ ზამთრის დადგომამდე არ მოხერხდება ფანჯრებში შუშების ჩასმა და ჭერის შეკეთება, ქალბატონი ნადეჟდა შეიძლება გაიყინოს.

            საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ იწყებს აქციას თანხის  შესაგროვებლად  კედლების და ჩამონგრეული ჭერის ამოსაშენებლად, ფანჯარაში შუშის ჩასაცმელად და შესასვლელი კარის შესაკეთებლად.

თუ გსურთ ქალბატონ ნადეჟდას ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ, თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ფონდის ანგარიშზე: GE15TB7194336080100003 (დანიშნულება: ნადეჟდა რაზნაროვიჩი)

ან ფონდის საიტის მეშვეობით: http://fsp.ge/ge/donate/

ერთად დავეხმაროთ ქალბატონ ნადეჟდას, რომ თბილად შეხვდეს ზამთრის სიცივეებს!

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
სექტემბერი 2020
სექტემბერი 2020
სექტემბერი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234
ვალუტა ამინდი
USD3.214
EUR3.8057
GBP4.1711
RUB4.2817
თბილისი 14°-21°
ქუთაისი 16°-30°
ბათუმი 20°-24°
მთავარი