www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
18:22 22.10.2015
არჩევანი ყველას არ აქვს!

ჩვენ ბევრნი ვართ, ჯანმრთელები, ძლიერები და ენერგიულები. ჩვენ არ გვჭირდება დახმარება. ჩვენით მივხედავთ ჩვენ თავს და ვიცხოვრებთ ისე როგორც გვინდა, გავისეირნებთ სუფთა ჰაერზე ან სახლში ვუყურებთ ფილმს, მოვამზადებთ სადილს ან წავალთ კაფეში... დარწმუნებულები ვართ, რომ სულ ასე იქნება. 

ახლა კი წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც ცოტა ხნის წინ სავსე ცხოვრებით ცხოვრობდა, იყო ჯანმრთელი, ძლიერი, ენერგიული, დაახლოებით ისეთი, როგორებიც ჩვენ ვართ, იყო ნათესავების და მეგობრების იმედი... ახლა კი დამოუკიდებლად ვერაფერს აკეთებს, აქვს მხოლოდ ერთი არჩევანი, იყოს მოხუცი, საწოლს მიჯაჭვული და მარტოობაში გაატაროს სიცოცხლის ბოლო წლები.

კიევის ექს-მერის, ლეონიდ ჩერნოვეცკის მიერ საქართველოში 2012 წელს დაარსებული ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ ერთ-ერთი უმსხვილესი ორგანიზაციაა, რომელიც ზრუნავს იმ ხალხზე, რომლებსაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება. ამჟამად, ფონდი საწოლს მიჯაჭვულ 500 მოხუცს პატრონობს. ზოგიერთ პაციენტს, დიდი ხნის განმავლობაში უმოძრაოდ ყოფნის გამო გაუჩნდა ნაწოლები - ღია ჭრილობები, რომლებიც  აუტანელ ტკივილს და დისკომფორტს იწვევს.  ნაწოლების პრობლემა ფონდის 63 პაციენტს აქვს. სისხლის ინფიცირების და ნეკროზის თავიდან ასაცილებლად, თითოეულ მათგანს ყოველდღიურად ესაჭიროება პროფესიული მკურნალობა, გადახვევა და მედიკამენტები: ბეტადინი, ლევომეკოლი, წყალბადის ზეჟანგი, ქართული ფარმაცეფტიკის სიამაყე უზნაძე-მჭედლიშვლილის მალამო. ფონდის დაარსების დღიდან, შინმოვლის პროგრამით ისარგებლა 2000-მა საწოლს მიჯაჭვულმა პაციენტმა. ერთი წლის განმავლობაში ფონდის ექთნები ასრულებენ 80000 პროცედურას, ხოლო ყოველთვიურად დაახლოებით 3000 ვიზიტს ახორციელებენ მწოლიარე ავადმყოფებთან. ეს ციფრები თავისთავად ძალიან შთამბეჭდავია, მაგრამ როდესაც წარმოიდგენთ, რომ მათ უკან კონკრეტული ადამიანები არიან, ნათლად ჩნდება პრობლემის მასშტაბი.

ფონდის პაციენტებს შორის არიან მეცნიერები, მასწავლებლები, ექიმები, სამხედროები. ადრე მათ აერთიანებდა ქვეყანაზე ზრუნვა და ბედნიერი მომავლის შენების სურვილი, ახლა კი მხოლოდ ტკივილი, მარტოობა და გაჭირვება აკავშირებთ. მათი დახმარება მხოლოდ ერთიანი ძალებითაა შესაძლებელი. არ უნდა დავუშვათ, რომ ჩვენს პატარა ქვეყანაში, ტანჯვაში და მარტოობაში იღუპებუდნენ ისინი, ვინც ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენი სამშობლოსათვის.

 „სოციალური პარტნიორობა“  იწყებს თანხის შეგროვებას ანტისეფტიკური და შესახორცებელი პრეპარატების  შესაძენად პაციენტებისთვის, ვისაც ნაწოლების პრობლემა აქვს.

მოგიწოდებთ ყველა გულისხმიერ ადამიანს, ვისაც სხვისი გაჭირვების გულთან ახლოს მიტანა შეგიძლიათ, დაეხმარეთ საწოლს მიჯაჭვულ მარტოხელა ადამიანებს. თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ ამ ანგარიშზე GE15TB7194336080100003 (დანიშნულება: ნაწოლების სამკურნალო მედიკამენტები)

ან ჩარიცხოთ ფონდის საიტის მეშვეობით: http://fsp.ge/ge/donate/97/

 

სხვისი ცხოვრების შემსუბუქება ნებისნიერს შეუძლია!

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
დეკემბერი 2019
დეკემბერი 2019
დეკემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345
ვალუტა ამინდი
USD2.8647
EUR3.2024
GBP3.8341
RUB4.6032
თბილისი 1°-10°
ქუთაისი 8°-17°
ბათუმი 12°-17°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia