www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
19:07 30.09.2015
„სოციალური პარტნიორობა“ გიორგი ედიშერაშვილის დასახმარებლად!

გაიცანით, ეს გიორგია, 37 წლის. გაცნობისას იგი არც მოგესალმებათ, არც ხმას გაგცემთ, იმიტომ კი არა, რომ უზრდელია, მას უბრალოდ არ შეუძლია. მას უბრალოდ არ გაუმართლა, ის თავისი წინდაუხედაობის გამო არ გამხდარა ასეთი... დიახ, „ასეთი“... ძნელია, გამოიყენო სიტყვა ინვალიდი, ახალგაზრდა, ცხოვრებით სავსე, სათნო ადამიანის მიმართ - სწორედ ასეთი იყო გიორგი, სულ რაღაც ერთი წლის წინ.

ჩვენ ყველას გვიყვარს მომავალზე ოცნება და გრანდიოზული გეგმების დასახვა. გიორგიც ოცნებობდა... უნდოდა კანადაში მუშაობით თანხა დაეგროვებინა და სამშობლოში დაბრუნებულიყო, ცოლ-შვილთან ერთად საყვარელ საქართველოში ეცხოვრა. ჩამოვიდა...

ერთი წლის წინ საბედისწერო შემთხვევამ სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე დააყენა. ექიმები არ იძლეოდნენ გადარჩენის გარანტიას, მაგრამ ღმერთის წყალობით, გიორგი გადარჩა. სამომავლო გეგმები და ოცნებები დაიმსხვრა გიორგის ჯანმრთელობასთან ერთად... ან რა ოცნებებზე და გეგმებზეა საუბარი, ის უკვე ერთი წელია საწოლსაა მიჯაჭვული და სრულიად პარალიზებულია. თავისით ვერც იკვებება, ვერც სუნთქავს. ამისთვის სხეულში ჩადგმული აქვს სპეციალური მილები... გიორგის მეუღლემ დაკარგა ყოველგვარი იმედი და მიატოვა იგი... ახლა მხოლოდ დედა ჰყავს გვერდით, რომელიც მას ახალშობილივით უვლის... მაგრამ, გიორგის თვალებში თუ ჩახედავთ და დაინახავთ როგორი რეაქცია აქვს მას დედის ხმის გაგონებაზე, მიხვდებით, რომ გიორგი ოცნებობს. მას ალბათ უნდა, რომ დედა ჰყავდეს  გვერდით, რომ ჩაეხუტოს და ხელის გულზე ატაროს... აი რას დაინახავთ ძლიერი, ენერგიული და კეთილშობილი ადამიანის თვალებში... სწორედ ასეთი იყო გიორგი, სულ რაღაც ერთი წლის წინ.

დედა კი სულ გვერდით არის, მანანა ბოლომდე მიენდო უფლის ნებას... მაგრამ, ძალა საერთოდ აღარ აქვს... დედა კი გვერდით არის, მაგრამ აღარ შეუძლია ღამეების გათენება, ითიშება... ეს კი შეიძლება შვილის სიცოცხლის ფასად დაუჯდეს...სიცოცხლის,  რომელსაც უკვე ერთი წელია ებღაუჭებიან... დედას ძალა გამოელია, გიორგის გარდა, მისახედი კიდევ თამარია, გიორგის და, ისიც პირველი ჯგუფის ინვალიდი... კიდევ ოთხი შვილიშვილი... კიდევ სამსახურში პატარა პაციენტები. მანანა ექთნად მუშაობს ბავშვთა საავადმყოფოში...  დიახ, მუშაობს, რადგან სახელმწიფოსგან მიღებული დახმარება არ ჰყოფნის მის მრავალრიცხოვან ოჯახს, ხოლო პატიოსანი შრომით დაგროვილი თანხა და შეძენილი ნივთები უკვე კარგა ხანია გიორგის ჯანმრთელობას მოხმარდა...

გიორგის დასაც არ აეწყო ცხოვრება. მეოთხე შვილის დაბადების შემდეგ, თავი იჩინა ბავშვობაში მიღებულმა ტრავმამ და თამარიც საწოლს მიაჯაჭვა. მეუღლეც გარდაეცვალა და დარჩა მარტო, ოთხ არასრულწლოვან ბავშვთან ერთად. მაგრამ, ეს ცალკე ისტორიაა, ძალიან მძიმე და ტრაგიკული.

როდესაც გიორგი  ჯანმრთელი იყო, დედას და დას ეხმარებოდა. ერთი წლის წინ კი... თქვენ უკვე ხვდებით, რაც მოხდა... და თუ ვერ ხვდებით, ესე იგი ვერ გრძნობთ, ხოლო თუ ვერ გრძნობთ, ესე იგი სულ ტყუილად წაიკითხეთ ეს ისტორია. მაგრამ, თუ ამ ამბავმა თქვენზე იმოქმედა, თუ ვერ დარჩით გულგრილი გიორგის და მისი ახლობლების მიმართ და გაგიჩნდათ სურვილი, რომ შეუმსუბუქოთ გასაჭირი და აჩუქოთ იმედის ნაპერწკალი, არა მხოლოდ გიორგის, არამედ დედა მანანას, თამარს და მის ოთხ მცირეწლოვან შვილს. შეუერთდით საქველმოქმედო ფონდის „სოციალური პარტნიორობის“  აქციას გიორგის და მისი ოჯახის დასახმარებლად. ოჯახი საჭიროებს სხვადასხვა სპექტრის მოქმედების პრეპარატებს გიორგის გამოსაჯანმრთელებლად (მათ შორის: ანტითრომბოზული, ანტიკოაგულანტური, ანტიეპილეფსიური და სხვა) ერთ თვეში ამ წამლების საჭირო რაოდენობის შესაძენად დაახლოებით 2000 ლარი იხარჯება! ოჯახი ასევე საჭიროებს საკვებ პროდუქტებს და ფინანსურ დახმარებას.

თქვენ თუ ვერ შეძლებთ დახმარებას, გააზიარეთ ეს ამბავი, იქნებ მან თავისი ადრესატი იპოვოს.

 

გიორგის დასახმარებლად თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ანგარიშზე: GE15TB7194336080100003

(დანიშნულებაში მიუთითეთ: გიორგი ედიშერაშვილი)

 

ან ფონდის საიტის მეშვეობით:

http://fsp.ge/ge/donate/96/

 

დიდი მადლობა, რომ ხართ ადამიანი!

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
ვალუტა ამინდი
USD2.9691
EUR3.2797
GBP3.6989
RUB4.6131
თბილისი 13°-29°
ქუთაისი 15°-28°
ბათუმი 18°-27°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia