www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
15:01 17.07.2015
დღეს "ჰით ბათუმი 2015"-ის ფარგლებში სანრემოს დღეები იწყება!

ბათუმი 17-19 ივლისს  "ჰით ბათუმი 2015"-ის ფარგლებში  „სანრემოს“ ვარსკვლავებს უმასპინძლებს. დღეს,  ბათუმელებსა და მათ სტუმრებსუჩვეულო სანახაობა ელით.  „სპაგეტი სვინგ ბენდი“, რომლის კონცერტებიგანსაკუთრებულობით გამოირჩევა ზღვისპირა ქალაქის სტუმრებს საინტერესო საღამოს პირდება.

ბენდი 4 შემსრულებლისგან შედგება. აქედან ერთ-ერთია ვირტუოზი შეფ მზარეული, რომელიც პირდაპირ სცენაზე, ლაივ რეჟიმში ამზადებს სპაგეტის და მსმენელებს უმასპინძლდება. საფესტივალო კლუბში „სპაგეტი სვინგ ბენდის“ პოპულარული სიმღერების მოსმენის ფონზე, როგორიცაა ვოლარე, პაროლე, ო სოლე მიო,  ბათუმის დამსვენებლებს იტალიური მაკარონის დაგემოვნება შეეძლებათ.

კონცერტის წამყვანია ქართველი მომღერალი დავით გომართელი. ესეც შემთხვევითი არ არის, მას ძალიან უყვარს იტალია, ამ ქვეყნის სამზარეულო, მუსიკა და ფლობს იტალიურ ენას. ერთი სიტყვით მან ყველაფერი იცის იტალიასა და იტალიელებზე.

დღეს ასევე იგეგმება ბათუმის კორტების სცენის, „ჰით ბათუმის“ მთავარი საკონცერტო სივრცის პრეზენტაციაც. 18 ივლისს, ყველასთავის საყვარელი იტალიელი მომღელი უმბერტო ტოცი და ჯგუფი „რიკი ე პოვერი“ ბათუმის ახალ კორტებზე ცნობილ ჰიტებს შეასრულებენ.

უმბერტო ტოცი მე-20 საუკუნის ცნობილი იტალიელი მომღერალია, რომელიც შემსრულებელია პოპის, როკის და იტალიური დისკოსი, უკრავს კლავიშზე და გიტარაზე. იგი ასევე წერს სიმღერებს, მუსიკოსი, კომპოზიტორი და ხმის ჩამწერი სტუდიის პროდიუსერი. მნიშვნელოვანია, რომ უმბერტო ტოცი საქართველოში პირველად გამართავს კონცერტს ქართველი მსმენელისთვის.

რიკი ე პოვერი იტალიური ჯგუფია, რომელმაც ჩამოაყალიბა ამავე სახელწოდების  პოპულარული ჯგუფი. 1970-71 წლებში სანრემოს ფესტივალზე ამ ორი სიმღერით „ლა პრიმა კოსა ბელლა და კე სარა“ გახდა ყველაზე პოპულარული იტალიური ჯგუფი. 

პროექტი „ჰით ბათუმი“ 11 კვირისგან შედგება და თოთოეული კვირა სხვადასხვა მიმართულების არტს მოიცავს. მრავლფეროვანი პროგრამა გათვლილია ყველა თაობისა და გემოვნების ადამიანისთვის. შესაბამისად, დამსვენებლებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, დაგეგმონ ბათუმში დასვენებისა და გართობის დღეები.

 „ჰით ბათუმის“ ფარგლებში, 2 თვის განმავლობაში დაგეგმილია 200-ზე მეტი ღონისძიება, ამ პერიოდის  განმავლობაში ბათუმს 20-მდექვეყნიდან259 უცხოელი არტისტი  სტუმრობს. ღონისძებაში ჩართულია 50 ორგანიზაცია და 2000-მდე მონაწილე.

„ჰით ბათუმი 2015“ წარმოადგენს ბათუმის საზაფხულო სეზონის სპეციალურ პროექტს, რომელიც თავის თავში მოიცავს 2 თვიანი პერიოდისგანმავლობაში სხვადასხვა მიმართულების ფესტივალებისა და გასართობი ღონისძიებების ჩატარებას უწყვეტ რეჟიმში. 6 ივლისიდან 15სექტემბრამდე, ყოველ კვირას, ბათუმში ჩატარდება განსხვავებული ტიპის ივენთები, რომლის კომუნიკაციაც მოხდება ერთიანი ქოლგის ქვეშ, სახელწოდებით „ჰით ბათუმი“.

პროექტის განმახორციელებელია ბათუმის მერია და საკრებულო, ასევე მის განხორციელებაში ჩართულები არიან კულტურისა და ძეგლთადაცვის სამინისტრო და მისი სსიპი „კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და აჭარისტურიზმის დეპარტამენტი. პროექტი „ჰით ბათუმი“ სახელმწიფო პროექტს წარმოადგენს, რომლის მიზანია ერთის მხრივ აჭარის ტურისტულიპოტენციალის, ხოლო მეორეს მხრივ მთლიანად ქვეყნის პრომოუშენი გარე და შიდა აუდიტორიაში.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ივლისი 2020
ივლისი 2020
ივლისი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ვალუტა ამინდი
USD3.0465
EUR3.4221
GBP3.7947
RUB4.2811
თბილისი 20°-36°
ქუთაისი 21°-40°
ბათუმი 22°-28°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia