Gem-fest-ის ლაინ-აფის მთავარი ინტრიგა გახმაურდა. ფესტივალს
DJ Magazine-ის
მიერ საუკეთესო დიჯეიდ არაერთხელ აღიარებული არმინ ვან ბიურენი გახსნის. Gem-fest-ის
ოფიციალურ facebook გვერდზე პოპულარული ტრანს დიჯეის ვიდეო-მიმართვაც გამოჩნდა.
როგორც
ჩანს, ანაკლიაში წელს, 30 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით, ელექტრონული მუსიკის მოყვარულთა
სრული მობილიზება მოხდება. ჯერ კიდევ უცნობია ლაინ-აფის სრული შემადგენლობა. არ არის
გამორიცხული, ფესტივალზე კიდევ არაერთი ცნობილი არტისტი ვიხილოთ.