www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
17:56 25.02.2015
უმკურნალებს თუ არა სახელმწიფო აივინფიცირებულ პაციენტებს - „გლობალური ფონდი“ საქართველოს ტოვებს

აივ ინფექციის განკურნება დღეს არსებული საშუალებებით შეუძლებელია, მაგრამ არსებობს ანტირეტროვირუსული პრეპარატები, რომლებიც იმის საშუალებას იძლევა, რომ აივ ინფექცია ქრონიკულ მართვად დაავადებად გადაიქცეს. მკურნალობის შეწყვეტა ან რეჟიმის დარღვევა, იწვევს დაავადების სწრაფ პროგრესირებას და ვირუსის რეზისტენტური ფორმების განვითარებას. ამიტომ, დიდი მნიშვნელობა აქვს პრეპარატების მიღების რეჟიმის ზუსტ დაცვას. მკურნალობის დროს ვირუსის რაოდენობა სისხლში იკლებს, მასთან ერთად იკლებს ვირუსის გადაცემის რისკიც.

2001 წელს, შიდსის ეპიდემიის წინააღმდეგ გაეროს ინიციატივით შეიქმნა შიდსთან, მალარიასთან და ტუპერკულოზთან ბრძოლის „გლობალური ფონდი“, ფონდში მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხდება ეკონომიკური რესურსების მობილიზება და მიზნად ისახავს დაეხმაროს ქვეყნებს შიდსის, ტუპერკულოზისა და მალარიის ეპიდზედამხედველობაში, ინფიცირებულ პაციენტთა მკურნალობაში.

გლობალური ფონდის მიზანია ხელი შეუშალოს აღნიშნული ინფექციის გავრცელებას და შეამციროს მათ მიერ გამოწვეული სიკვდილიანობა. საქართველო არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, რომელიც უზრუნველყოფს აივ თერაპიის 100%-იან ხელმისაწვდომობას. აივ დადებითი პირების მკურნალობას და მოვლას „გლობალური ფონდი“-ს ხელშეწყობით ახორციელებს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო ცენტრი“. „გლობალური ფონდი“-ს პროგრამის ფარგლებში შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდიც ჩამოყალიბდა 1998 წელს და უკვე მე-17 წელიწადია აივ დადებითი პირების და მათი ოჯახის წევრებისა თუ სხვა ახლობლების სამსახურშია. თვითდახმარების ცენტრები გაიხსნა თბილისში, ბათუმსა და ზუგდიდიში და ასევე ქუთაისში.

დღეისათვის ფონდის ოთხივე თვითდახმარების ცენტრს, საქართველოში რეგისტრირებულ აივ დადებით პირთა ნახევარზე მეტისათვის სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახის მომსახურება აქვს გაწეული. ფონდი უზრუნველყოფს აივ დადებით პირთა მოვლას და მხარდაჭერას, მათი უფლებების დაცვას, ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციასა და საზოგადოებაში აივ დადებით პირთა მიმართ არსებული სტიგმა-დისკრიმინაციის დაძლევის ღონისძიებების ხელშეწყობას.

გარდა ამისა, ფონდი ბინაზე პალიატიური მზრუნველობის პროექტშიც არის ჩართული. ფონდში მომუშავე თითოეულ კონსულტანტს ევალება ბენეფიციართან ან მის ოჯახის წევრთან კონსულტაციების გაწევა აივ ინფექციის თემაზე, ასევე, მორალური მხარდაჭერა და თანადგომა.

კონსულტაცია ტარდება, როგორც აივ დადებით პირებთან, ასევე ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან. საჭიროების შემთხვევაში ხორციელდება ბინაზე ვიზიტი. გარდა კონსულტანტისა, ფონდში არის ფსიქოლოგი, რომელიც ახდენს კრიზისულ ინტერვენციას და მუშაობს ტრავმაზე, რომელიც ძირითადად ანალიზის პასუხის გაგებასთან არის ხოლმე დაკავშირებული. გარდა ამისა, ყურადღების გამახვილება ხდება სხვადასხვა ფსიქიკურ აშლილობაზეც.

როგორც ცნობილია, შარშან დაიწყო სახელმწიფოსთან მუშაობა იმის თაობაზე, რათა თავის თავზე აიღოს მედიკამენტების შესყიდვა, რადგან 2015 წლის ბოლოს „გლობალური ფონდი“ საქართველოს დატოვებას აპირებს, მაგრამ ფონდი ისე არ წავა ქვეყნიდან, ვიდრე წამლების შესყიდვასა და პაციენტთა მკურნალობაზე სახელმწიფო პასუხისმგებლობას არ აიღებს... როგორც ითქვა,“ გლობალური ფონდი“ იმაზე მეტხანს დარჩა საქართველოში, ვიდრე საჭირო იყო, ამიტომ ფონდი აუცილებლად დატოვებს ქვეყანას, ახლა 1-2 წლიან დაფინანსებაზე მიდის მოლაპარაკებები... რა თქმა უნდა სახელმწიფოსთვის ეს აღარ არის ახალი ამბავი, ასე რომ მკურნალობის შეწყვეტის საშიშროება აივ დადებითი პირთათვის სანერვიულო არაა, მითუმეტეს, რომ ჯენერიკები, რაც ჩვენთან ინდური შეფუთვით შემოდის გაცილებით იაფია, ვიდრე ამერიკული და ევროპული წარმოების მედიკამენტები.

სამედიცინო სფეროში უახლესი მიღწევები იმედს იძლევა, რომ ბოლოს და ბოლოს შეიქმნება ისეთი სამკურნალო საშუალება, რომელიც ვირუსს საბოლოოდ დაამარცხებს. ამჟამად, მკურნალობის დროს დღეში რამდენიმე აბის მიღებაა საჭირო (ევროპაში 2007 წლიდან მხოლოდ ერთი აბი დღეში), თუმცა ბოლო სამედიცინო მიღწევებიდან ცნობილი ხდება კვლევის შედეგები. საუბარია სამკურნალო პრეპარატის კვარტალურ დოზაზე, რომლის თანახმად მკურნალობა მოხდება სპეციალური ინექციის საშუალებით, რომლის მიღება მხოლოდ სამ თვეში ერთხელ იქნება საჭირო.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
დეკემბერი 2019
დეკემბერი 2019
დეკემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345
ვალუტა ამინდი
USD2.8896
EUR3.2028
GBP3.8004
RUB4.5482
თბილისი -1°-4°
ქუთაისი 7°-14°
ბათუმი 9°-15°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia