www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
22:35 03.08.2014
წონაში კლების მეთოდები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ასტროლოგი.ჯი
თქმა არ უნდა, ლამაზი და უნაკლო სხეული, ყველა ადამიანის ოცნებაა. თუმცა სამწუხაროდ, ყველას როდი აქვს იმის ფუფუნება, რომ თავი კარგი აღნაგობით მოიწონოს. რაღა თქმა უნდა, ვარჯიში, ჯანსაღი ცხოვრების წესი და ა.შ. ხელს უწყობს სხეულის დახვეწილი ფორმების შენარჩუნებას, მაგრამ სწორად რომ მოახერხოთ წონის კორექცია და რაც მთავარია, მიღებული შედეგი დიდი ხნით შეინარჩუნოთ, სპეციალურად თქვენი ზოდიაქოს ნიშნისთვის განკუთვნილი პროცედურებიც არანაკლებ დაგეხმარებათ. 

ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებს – ლომს, ვერძსა და მშვილდოსანს – ასტროლოგები ურჩევენ რაიმე ტიპის ძალოსნური სპორტით დაკავებას. მათთვის ასევე კარგია ქვეცნობიერში დალექილი ნეგატივი (რაც ძირითადად არის კიდეც ჭარბი წონის დაგროვების რეალური მიზეზი) ცეცხლთან უშუალო ურთიერთობით გაანეიტრალონ. საამისოდ უბრალო კოცონთან ჯდომაც კი გამოგადგებათ, აღარაფერს ვამბობ პირომანულ მიდრეკილებებზე. 

ჰაერის სტიქიის ნიშნებისთვის – ტყუპი, სასწორი, მერწყული – საუკეთესო იქნება თუ თავს "მიწიდან მოწყევტის" საშუალებსა მისცემენ. საამისოდ კარგია პარაპლანით ან დელტაპლანით ფრენა, ბატუტზე ხტომა და ა.შ. შესანიშნავად განეიტრალდება თქვენ ორგანიზმში ჭარბი წონის დაგროვების პროცესი, თუკი თქვენ ხშირად დაკავდებით ფრთოსნების მოვლა პატრონობით (იადონი, თუთიყუში).

წყლის სტიქია – კირჩხიბი, თევზები, მორიელი – ყველაზე უფრო ემოციური ხალხის კატეგორიას განეკუთვნება, შესაბამისად სიმსუქნისა და ჭარბი წონის პრობლემებს ყველაზე ხშირად სწორედ ამ ხალხში ვხვდებით, რასაც თან სხვადასხვა სახის ფსიქოემოციური აშლილობაც ემატება. მათთვის ერთმნიშვნელოვნად საჭიროა წყალთან ხანგრძლივი და უშუალო კონტაქტი (ცურვა, სპა პროცედურები და ა.შ.). არაჩვეულებრივად მოქმედებს ასევე უბრალოდ რეცხვის პროცედურაც. 

დაბოლოს, მიწის სტიქიის ნიშნებს – კურო, ქალწული, თხის რქა – ყველაზე მეტად უძნელდებათ ჭარბ წონასთან ბრძოლა, იმიტომ რომ ამ ხალხს ყველაფრის "შემგროვებლობა" ახასიათებს. შესაბამისად, მათთვის ძნელია დიეტის დაცვა, ვარჯიში და ა.შ. იმიტომ რომ მათი ორგანიზმი ზედმეტ ცხიმს ხშირად სავსებით ორგანულ დანამატად აღიქვამს. ასტროლოგები ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ურჩევენ აუცილებლად მიმართონ ტალახით მკურნალობის გამაჯანსაღებელ პროცედურებს, ასევე კარგია მათთვის ხშირი კონტაქტი მცენარეებთან და სასურველია მებაღეობა-მებოსტნეობაც აქციონ საყვარელ საქმედ ჰობის სახით. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.9701
EUR3.3158
GBP3.8561
RUB4.6607
თბილისი 8°-19°
ქუთაისი 10°-24°
ბათუმი 16°-21°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia