www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
23:19 23.07.2014
"შეყვარებულის გამო თავს არ მოიკლავდა" - 16 წლის საქართველოს ჩემპიონმა თავი ჩამოიხრჩო
კვირის პალიტრა
"გოგლიკოს მავთულით იყო ჩამომხრჩვალი, თანაც ეს მავთული იმდენჯერ იყო გაკვანძული, ვერაფრით ხსნიდნენ" - შემზარავი ტრაგედია მუხიანში

"ორჯერ რომ საქართველოს ჩემპიონი გახდა, ამბობდა, - აი, ნახავ, მსოფლიოს ჩემპიონიც გავხდებიო"

"მამამისმა მეორე ცოლიც კი არ მოიყვანა, შვილები დამეჩაგრებიანო…"

სუიციდის ახალგაზრდა მსხვერპლთა რიცხვს 16 წლის გოგლიკო ბარბაქაძე მიემატა, - საქართველოს ორგზის ჩემპიონი კარატეში. ამ შედეგს მან მწვრთნელის დახმარებით მიაღწია. 29 წლის თემო კვირაია 16 წლის გოგლიკოსთვის არა მხოლოდ მწვრთნელი იყო, არამედ მეგობარიც. რამდენიმე დღის წინ, ღამის პირველ საათსა და ათ წუთზე მწვრთნელმა გოგლიკოსაგან ასეთი მესიჯი მიიღო. "ძალიან ცუდი რაღაც გავიფიქრე და უნდა შევასრულო. ჩემთან რომ მოხვალ, ყველაფერი უკვე გვიან იქნება. ხალხს უთხარით, არ დამივიწყონ". 

თემო კვირაია: 

"ის იყო დაძინებას ვაპირებდი, მესიჯი რომ მივიღე. მაშინვე რაღაც დამემართა, გულმა ისეთი საშინელება მიგრძნო, რომ კინაღამ გავგიჟდი.დედაჩემს ვუთხარი, ჩაიცვი და წამყევი, რაღაც უბედურება ხდება-მეთქი; კიდევ ერთ ბავშვს, გოგლიკოს მეგობარს დავურეკე და გიჟივით გავვარდი… 22 წელია ტაეკვანდოში ვარ. გოგლიკო 10 წლის იყო, რომ მომიყვანეს და მას შემდეგ გვერდიდან არ მომცილებია. ძალიან ნიჭიერი იყო და ბევრს მიაღწევდა.ამიტომ ვცდილობდი ეს შესაძლებლობა გამომეყენებინა; ვცდილობდი, ყურადღება იმაზე გადაეტანა, რაშიც წინ წავიდოდა. უფროსი ძმასავით მენდობოდა და ყველაფერს მიყვებოდა. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ რაიმე ცუდი შეიძლებოდა შემთხვევოდა. ვიზუალურადაც ძალიან კარგი შესახედაობის იყო და ფიზიკურადაც ძლიერი. თავის თავში ისეთი დარწმუნებული იყო, ორჯერ რომ საქართველოს ჩემპიონი გახდა, ამბობდა, - აი, ნახავ, მსოფლიოს ჩემპიონიც გავხდებიო. ამ დღეებში ქობულეთში უნდა წავსულიყავით 10-დღიან ვარჯიშებზე და ადგილს ვერ პოულობდა, როდის წავალთო! მართალია, დედა არ ჰყავდა, - სამი წლის იყო, როცა დედა გარდაეცვალა, გოგლიკო და კიდევ მისი პატრა ორი ძმა ობლები დარჩნენ, მაგრამ ბავშვებს ოჯახში არაფერს აკლებდნენ. ბებია-ბაბუა, ბიძა, ბიცოლა და მამა ყველაფერს უკეთებდნენ, რისი გაკეთებაც ბავშვისთვის შეიძლება, რომ გზაზე დაეყენებინათ. მამამისმა მეორე ცოლიც კი არ მოიყვანა, შვილები დამეჩაგრებიანო… არ ვიცი, რა მოხდა მის ცხოვრებაში ისეთი, რომ ასეთი რამ გააკეთა, შოკირებული ვარ… სხვა ბავშვებიც შოკირებულები არიან; მწერენ მესიჯებს, - ღამეები აღარ გვძინავს, გოგლიკო გვიდგას თვალწინო...

- იქნებ გოგლიკო უიმედოდ შეყვარებული იყო. ეს მის ასაკში ტრაგედიად აღიქმება...

- არა მგონია. ბოლოს რომ მოსწონდა, იმ გოგონას რომ დაშორდა, მომიყვა; ერთად განვიხილეთ ეს საკითხი და მივხვდი, რომ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ამ ასაკში ხდება ხოლმე. ის ამისთვის თავს არ მოიკლავდა… თავიც დავიდანაშაულე, - კიდევ უდრო სწრაფად რომ მივსულიყავი, იქნებ ცოცხალისთვის მიმესწრო, ამ დროს წამები წყვეტს ყველაფერს -მეთქი, მაგრამ უფრო სწრაფად მისვლა არ შეიძლებოდა, მესიჯის წაკითხვისთანავე გამოვვარდი, გზასი გოგლიკოს მეგობარს დავურეკე, რომელსაც ეძინა და მამამისმა გააღვიძა. მან მითხრა, - ალბათ გაგეხუმრა, გოგლიკო თავს რატომ მოიკლავდაო. გოგლიკოს სახლში რომ მივედით, ყველანი სახლში იყვნენ, - გოგლიკოს ძმებიც, მამამისიც, ბაბუაც, ბებიაც, ბიძა და ბიცოლაც. კარი ბაბუამისმა გამიღო, - გოგლიკოს მეორე სართულზე ძინავსო, ვთხოვე, - რაღაც საქმე მაქვს, გააღვიძეთ-მეთქი. ბაბუამისი გოგლიკას ოთახში შევიდა და იღრიალა. რომ ავვარდით, ისეთი სურათი დამხვდა, ჩემს ცხოვრებაში თვალებიდან არ ამომივა, მეორე მოსწავლე, რომელიც თან წავიყვანე, შოკიდან ვერ გამოდის, - გოგლიკოს მავთულით ჰქონდა თავი ჩამომხრჩვალი, თანაც ეს მავთული იმდენჯერ იყო გაკვანძული, ვერაფრით ხსნიდნენ. მიცვალებულთან პირველად ვიყავი, მაგრამ გამწარებულმა ყველაფერი დავივიწყე და დასისხლიანებული თითებით ვხსნიდი, ვერაფრით გავხსენი, მერე ბაბუამისმა თქვა, ამ მავთულით ვაზი გვაქვს ტალავერზე, ეტყობა, იქ მოჭრა და ოთახში შეიტანაო…

- ენითაუწერელი ტრაგედიაა…

- ჰო, არ ვიცი, რა ვუშველო ან თავს, ან გოგლიკოს მეგობრებს, ან მის ოჯახს. გოგლიკოს მამა გიჟს ჰგავს… მეც შვილი მყავს და აღარ ვიცი, რით უნდა დავიცვა ის, გოგლიკოს არც სპორტით დატვირთვა აკლდა, არც ოჯახის ყურდღება და არც მეგობრების სიყვარული… 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აგვისტო 2020
აგვისტო 2020
აგვისტო 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456
ვალუტა ამინდი
USD3.0747
EUR3.6272
GBP4.0294
RUB4.2244
თბილისი 18°-30°
ქუთაისი 19°-29°
ბათუმი 22°-28°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia