www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
18:03 12.07.2014
"ბებიას ზურგში აქვს ტყვია მოხვედრილი, პატარა გოგონას თავში" – შემზარავი ტრაგედია ახალქალაქში
კვირის პალიტრა
"რომ დაუნახავს, ბებიას პატარა შვილიშვილი ჰყავდა გამოყვანილი, ავტომატი გამოუტანია და ცეცხლი გაუხსნა"

"ეჭვმიტანილს წლების წინ მოკლული ბავშვის დედა უყვარდა, ახალგაზრდა ქალი კი ცოლად სხვას გაჰყვა"

ახალქალაქში, სოფელ გოგაშენში 30 წლამდე მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით 8 თვის ბავშვი და მისი ბებია მოკლა. ადგილობრივთა თქმით, მკვლელობა ეჭვიანობის გამო მოხდა. ეჭვმიტანილს წლების წინ მოკლული ბავშვის დედა უყვარდა, ახალგაზრდა ქალი კი ცოლად სხვას გაჰყვა. ახალგაზრდა ოჯახი გერმანიაში ცხოვრობდა და საქართველოში, ბავშვთან ერთად, პირველად ჩამოვიდნენ...…

თამაზ ნათენაძე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენის რწმუნებული:

- ეს გოგონა, გულნაზ ქართველიშვილი, რომელსაც შვილი და დედა მოუკლეს, გერმანიაში ცხოვრობდა მეუღლესთან ერთად. მეუღლეც ქართველია, ნათენაძე, მაგრამ იქაური მოქალაქეობა ჰქონდა და ოჯახი შექმნის შემდეგ იქ ცხოვრობდნენ. ახლადდაქორწინებულები არიან. მოკლული პატარა მათი პირველი შვილი იყო.დაქორწინების შემდეგ, ახლაღა ჩამოვიდნენ პირველად საქართველოში ბაშვთან ერთად. გულნაზის დედას, ქალბატონ მელანოს შვილიშვილი ეზოში გამოუყვანია სასეირნოდ, ხელში სჭერია თურმე და ამ დროს ესროლა თურმე ამ ბიჭმა...

- ახლოს ცხოვრობს ამ ოჯახთან?.. 

- დიახ, იქვე, 100-200 მეტრის მოშორებით ცხოვრობს ეს ბიჭი, აჭარელი ეკომიგრანტია. რომ დაუნახავს, ბებიას პატარა შვილიშვილი გარეთ ჰყავდა გამოყვანილი, ავტომატი გამოუტანია და ცეცხლი გაუხსნა, - ბებიას ზურგში აქვს ტყვია მოხვედრილი, პატარა გოგონას თავში. ჯერ ბებია დაიღუპა, შემდეგ კი, რამდენიმე წუთში ბავშვიც გარდაიცვალა. საავადმყოფოში მივიყვანეთ, მაგრამ აზრი არ ჰქონდა... 

- ითქვა, რომ ეჭვმიტანილსა და ბავშვის დედას ადრე ერთმანეთი უყვარდათ...

- არა, ამ გოგონას არ ჰყვარებიაო, ვისაც გაჰყვა, ის უყვარდაო, თქვეს, ამას უყვარდაო. მაგრამ ყველა შემთხვევაში, ეს არ ჰგავს ნორმალური ადამიანის საქციელს. სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრულია და გამოძიება ყველაფერს დაადგენს, მაგრამ თავად ფაქტია გამაოგნებელი. 

- იცნობდით ეჭვმიტანილს?.. 

- ვიცნობდი, მაგრამ არ მსმენია არავისგან, რომ ფსიქიკური პროპლემები ჰქონდა. უბრალოდ, ამბობდნენ, თავის თავში ჩაკეტილი, ემოციური და თავისებური ადამიანი იყოო. 

- დაკავებულია ეჭვმიტანილი?..

- არა, გაქცეულია და ეძებენ. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
მაისი 2020
მაისი 2020
მაისი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ვალუტა ამინდი
USD3.1901
EUR3.5149
GBP3.9334
RUB4.4993
თბილისი 17°-29°
ქუთაისი 15°-31°
ბათუმი 15°-23°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia