www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
23:24 10.07.2014
11 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი – კარგი დღეა კოლექტიური მოქმედებისათვის. შესაძლოა გაიგოთ, მეგობრებიდან ვისთან გააგრძელებთ მომავალში ურთიერთობას და ვისთან ღირს ცივილიზებულად განშორება. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.

კურო – დღეს თავისუფლად შეგიძლიათ ენდოთ თქვენს შინაგან ხმას. მაგალითად, თუ თქვენ გაღიზიანებთ რომელიმე ადამიანთან ურთიერთობა, აშკარად გამოხატეთ ეს და უარი უთხარით შეხვედრაზე. წარმატება გელით პირად ცხოვრებაში.

ტყუპები – თუ ფიქრობთ, რომ პარტნიორმა თქვენს მიმართ ინტერესი დაკარგა, სიმშვიდე შეინარჩუნეთ, შესაძლოა, მას სულ სხვა პრობლემები აქვს. სამსახურში მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდეთ თქვენს საქმიანობას.

კირჩხიბი – დღეს გარშემომყოფების ყურადღების ობიექტი შეიძლება ვერ გახდეთ. ასე ვთქვათ, მეორეხარისხოვანი როლი გერგებათ. ინიციატივა მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიჩინეთ, თუ გარემოება ხელს შეგიწყობთ. დღეს საკუთარ თავზე მხოლოდ სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულება კი არ უნდა აიღოთ, არამედ რომანტიულ ურთიერთობაშიც გმართებთ მოქმედება.

ლომი – დღეს ჩვეულებრივი მოვალეობების შესრულება მოგიწევთ. არ არის გამორიცხული, პრობლემები შეგექმნათ დოკუმენტებთან, ან თანამშრომლებთან. გაითვალისწინეთ, შესაძლოა კამათი დაუსრულებელ ჩხუბში გადაიზარდოს, ამიტომ თავის შეკავება გმართებთ.

ქალწული – დღეს განმარტოების სურვილი გაგიჩნდებათ. მოსალოდნელია უთანხმოება მეორე ნახევართან. კარგი იქნება თუ მოზღვავებულ აგრესიას შეიკავებთ და თავს აარიდებთ უთანხმოებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტნიორთან სამუდამოდ დამშვიდობება მოგიწევთ.

სასწორი – დღევანდელ დღე საკმაოდ აქტიური იქნება თქვენთვის. მოგიწევთ მგზავრობა და დამღლელი საქმიანი შეხვედრები. შესაძლოა შეიძინოთ სასარგებლო და სასურველი ნივთები, მაგრამ არ არის გამორიცხული, ფული უაზროდ გაფლანგოთ.

მორიელი – ვერ ვიტყვით, რომ წყნარი ატმოსფერული გარემო გექნებათ, დაძაბულობა დღის განმავლობაში თანდათან გაიზრდება. არ არის გამორიცხული ოჯახური კამათი. თავი აარიდეთ ინტრიგებს. გაღიზიანება და აგრესია შეიკავეთ. ამან თქვენს ჯანმრთელობაზე შესაძლოა ცუდად იმოქმედოს.

მშვილდოსანი – შესანიშნავი დღეა მოლაპარაკებებისათვის. თუ მნიშვნელოვან შეხვედრაზე მიდიხართ, არ დაგავიწყდეთ, რომ მომხიბვლელად გამოიყურებოდეთ. არ არის გამორიცხული, რომ თქვენმა დახვეწილმა მანერებმა წარმატება მოგიტანოთ.

თხის რქა – კარგი დღეა სტუმრების მისაღებად, მაგრამ ხალხმრავალი და ხმაურიანი წვეულების გამართვას არ გირჩევთ. თავი აარიდეთ უცნობ ადამიანებთან კონტაქტს.

მერწყული – სანამ დასახული გეგმის შესრულებას შეუდგებოდეთ, სამუშაო ადგილი მოაწესრიგეთ, შეძლებისდაგვარად გაალამაზეთ. დღევანდელი დღის მარტო გატარებას არ გირჩევთ. აუცილებლად გაატართ საღამო მეგობრების წრეში.

თევზები – დღეს შრომისმოყვარეობა და აქტიურობა გმართებთ. ასევე გამოიჩინეთ შემწყნარებლობა. ვინაიდან, თქვენმა ერთმა სიტყვამაც კი შესაძლოა მწვავე შედეგები გამოიწვიოს.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.9718
EUR3.3088
GBP3.8345
RUB4.6461
თბილისი 11°-20°
ქუთაისი 12°-25°
ბათუმი 17°-21°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia