www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:22 26.06.2014
"მამუკა რომ ჩავარდა, მამამისიც გადახტა" - ნავენახევში მამა შვილის გადასარჩენად 35 მეტრის სიღრმის მღვიმეში გადაეშვა

თერჯოლის რაიონის სოფელ ნავენახევში გასულ კვირას უბედურება მოხდა: ნავენახევის მღვიმის მახლობლად, მანამდე უცნობ მღვიმეში მამა-შვილი - ოლეგი და მამუკა (სურათზე) კუბლაშვილები ჩავარდნენ. მათი გადარჩენა იმერეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებმა შეძლეს. მამუკა კუბლაშვილის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ის საავადმყოფოში წევს, პაციენტს რამდენიმე ოპერაცია გაუკეთდა. 

კუბლაშვილების ოჯახი საავადმყოფოში ათენ-აღამებს და პრესასთან გასაუბრების არც თავი აქვთ და არც სურვილი. ამიტომ, ჩვენ მამუკას ბიძას ავთო კუბლაშვილს დავუკავშირდით და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მისგან შევიტყვეთ: 

- ყანას თოხნიდნენ, თან ღობავდნენ და ეს საშინელი ამბავი მაშინ მოხდა. რაღაც მანამდე უცნობ ხვრელში ჩავარდნენ. ზუსტად არ ვიცი, რა მოხდა, ნასვამი იყოო და ალბათ ფეხი აუცდა, ან გადახედვა მოინდომა, ან მავთულის გაბმა უნდოდა, მოკლედ, ჩავარდა... მერე მაშველებისთვის დაუძახიათ და იმათ ამოუყვანიათ. ჩემი ძმა კარგად არის, ძმისშვილი კი ძალიან მძიმედ. ურთულესი ოპერაციები გაუკეთდა... 

- უცნაურია, რომ აქამდე იმ ღრმულისა თუ მღვიმის შესახებ არავინ არაფერი იცოდა...

- ის ადგილი და მთლიანად ტერიტორია მეცნიერების მიერ თავის დროზე შესწავლილია, მაგრამ იმ ვერტიკალური ქვაბულისა თუ მღვიმის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. 

- ანუ ადგილი, სადაც მამა-შვილი საქმიანობდნენ, ნავენახევის მღვიმესთან ახლოს არის? 

- კი, სადღაც 100 მეტრში... 

- თქვენი ძმა როგორ არის?

- კარგად არის, მას არაფერი აწუხებს. როგორც კი დაინახა, რომ შვილი მოულოდნელად რაღაც ღრმულში ჩარდა, მის საშველად გადაეშვა... მაგრამ გადარჩა, არაფერი აქვს დაზიანებული. 

- რა თქვეს, ის ხვრელი ძალიან ღრმაა?

- სადღაც 35 მეტრია...

- მამუკა როგორ გრძნობს თავს?

- გულზე ვერ გავუკეთეთ ოპერაცია, ბევრ სხვა დაზიანებებთან ერთად, გულმკერდის ძვლები აქვს ჩამტვრეული, ერთმანეთს არის აცდენილი. პირველად ხერხემალზე გაკეთდა ოპერაცია. მეოთხე მალა ჰქონდა გატეხილი და ზურგის ტვინი დაზიანებული, ოპერაცია ექვსსათ-ნახევარი მიდიოდა. ახლა გვითხრეს, გულის ოპერაცია სომხეთში ან უკრაინაში უნდა გაკეთდესო. 

- ვინმე გეხმარებათ მატერიალურად?

- 15 ათასით დაგვაფინანსეს. მერე არ ვიცით, რა პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით...

- მამუკა ნავენახევში ცხოვრობს? ზოგადად რას საქმიანობს?

- არა ქუთაისში, ჰყავს მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი. თავისთვის მუშაობდა (მანქანებს ღებავს, "მალიარია") და ოჯახს ინახავდა. ეს რა საშინელი ამბავი შეემთხვა. ჩახოცილები ვართ... 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აგვისტო 2020
აგვისტო 2020
აგვისტო 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456
ვალუტა ამინდი
USD3.0758
EUR3.6356
GBP4.0262
RUB4.1811
თბილისი 19°-34°
ქუთაისი 21°-36°
ბათუმი 23°-28°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia